2011 წლის 25 ივნისს, 13 საათზე, სასტუმრო “BETSY”S HOTEL”-ის საკონფერენციო დარბაზში (თბილისი, მაყაშვილის ქ. №132-34; www.betsyhotel.com) გაიმართება დიდი სამამულო ომის დაწყების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საზოგადოებრივი კონფერენცია „სიმართლე და სიცრუე 1941 წლის 22 ივნისის შესახებ“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დიდი სამამულო ომის ვეტერანები, ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, საზოგადო მოღვაწენი, ჟურნალისტები.
– ომისშემდგომი ვითარება ევროპაში; ინგლისის, საფრანგეთის, პოლონეთის როლი ჩეხოსლოვაკიის დანაწევრებაში; ჰიტლერის მიერ ევროპის დაპყრობა; სსრ კავშირის მცდელობა დასავლეთის ქვეყნების ანტიჰიტლერული კავშირის შექმნაში დაყოლიებაზე;
– დასავლეთის ქვეყნების როლი სსრ კავშირზე თავდასასხმელად ჰიტლერის წაქეზებაში; სსრ კავშირსა და გერმანიას შორის თავდაუსხმელობის შეთანხმების დადებითი როლი; სსრ კავშირის მზადყოფნა აგრესიის მოსაგერიებლად; ომის საწყის ეტაპზე წარუმატებლობის მიზეზები;
– საქართველოს მოსახლეობის რეაქცია ომის გამოცხადებაზე; ომში გაწვევა და მოხალისეთა მოძრაობა; მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატი საზოგადოებაში;
– საქართველოსა და ქართველი ხალხის ბედი ჰიტლერის დაპყრობილი ტერიტორიების მოწყობის გეგმებში;
– დიდი სამამულო ომის მიზეზები და შედეგები თანამედროვე სახელმწიფოებრივ საინფორმაციო პოლიტიკაში;
– ომის ისტორიის ფალსიფიკაცია ანტიჰიტლერული კოალიციის წევრების – დასავლეთის ქვეყნების, სასარგებლოდ;
– საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დანაშაულებრივი დამოკიდებულება ომისა და დაღუპული თანამემამულეების ხოვნისადმი.
კონფერენციის ორგანიზატორები: არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“, ევრაზიის ინსტიტუტი ომის ვეტერანთა რესპუბლიკურ საბჭოსთან ერთად.
საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“; ყოველკვირეული გაზეთები: „საქართველო და მსოფლიო“, „ილორი“; ჟურნალი „ისტორიული მემკვიდრეობა“.
კონფერენცია ერთ დღეს გაგრძელდება.