პუბლიკაციები
ირაკლი ქადაგიშვილი: მაგნიტსკისა და სააკაშვილის საქმეები ცა და დედამიწასავით განსხვავდება

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მაგნიტსკისა და სააკაშვილის საქმეები ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება.

ქადაგიშვილის განმარტებით, მაგნიტსკისგან განსხვავებით, სააკაშვილი იმყოფება კლინიკაში და ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ.

ეს არის ექიმების შანტაჟი, რაც აღკვეთილი უნდა იყოს. რაც ახლა ხდება სააკაშვილის გარშემო, არის დაცინვა და პაროდია ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. მაგნიტსკისა და სააკაშვილის ქეისებს შორის სხვაობაა, როგორც ცასა და დედამიწას შორის. მაგნიტსკის შემთხვევაში ადამიანი ისე გარდაიცვალა, რომ მასთან ექიმი არ შეუშვეს, სააკაშვილი კი არის კლინიკაში და ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.