აქტუალური
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით საქართველოში საწვავის მონიტორინგი დაიწყო.
როგორც იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, მონიტორინგი სპეციალურად ზაფხულის პერიოდში განხორციელდა, რადგან ტურისტულ სეზონზე საწვავის მოხმარება იზრდება. შემოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.
შედეგადაც აღმოჩნდა, რომ „სოკარის“ ბენზინი (რეგულარი) А-91 სინამდვილეში 93-93,5-ოქტანიანია, თუმცა სტანდარტით ოქტანიანიანობა უნდა უდრიდეს 91-ს.