რელიგია
მეუფე ნიკოლოზი პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე: ვერ მოესწრება ვერავინ

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. ვერ მოესწრება ვერავინ, - ამის შესახებ ხალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, იყო თუ არა სინოდის სხდომაზე პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე საუბარი.

მისი თქმით, საკითხი დღის წესრიგში არასდროს დადგება.

„თქვენ მე მაიძულებთ, რომ ცუდი რაღაც ვთქვა და ახლა ვიტყვი - ვერ მოესწრება ვერავინ ამას, ვერასოდეს! არასოდეს არ დადგება დღის წესრიგში ეგ საკითხი და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში, რომ რაღაცა მსგავსი ეთქვა. ვერავინ მოესწრება! პატრიარქი დიდხანს იქნება და ჩვენ პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.