საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: რეკომენდაციებიდან დარჩენილია ორი კანონპროექტის მიღება, ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. 12 პუნქტის შესრულება არის ჩვენი ვალდებულება, დარჩენილია ორი კანონპროექტის მიღება, დანარჩენი მიმართულებით ყველაფერი გაკეთებულია და ეს ყველაფერი გავაკეთეთ რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე, ჩვენი ცალმხრივი პასუხისმგებლობით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე განაცხადა.

კობახიძის თქმით, რეკომენდაციების შესრულება გაგრძელდება.

„ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს. კიდევ ორი კანონპროექტია მისაღები და ეს კანონებიც იქნება სათანადო დროში მიღებული, ივნისის ბოლომდე დასრულდება ყველა შესაბამისი კანონის მიღება. პოლიტპატიმრები საქართველოში არ არიან და, შესაბამისად, ეს საკითხი არავითარი ფორმით არ არის დაკავშირებული. ევროპარლამენტი რას ამბობს, ამას არ აქვს არავითარი ფასი. რაც შეეხება იმ სტრუქტურებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მათ მსგავსი არაფერი უთქვამთ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ“, – განაცხადა კობახიძემ.