უცხოეთი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ტერიტორია. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის რუსეთში დაკავების გამო, რომელსაც პატიმრობა მიესაჯა.

ჟურნალისტს ბრალი ჯაშუშობაში დასდეს.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები რუსეთში აშშ-ის მოქალაქის, ჟურნალისტის დაკავებით. ჩვენ კავშირში ვართ Wall Street Journal-თან ამ სიტუაციაში. როდესაც აშშ-ის მოქალაქე დაკავებულია საზღვარგარეთ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვითხოვთ წვდომას საკონსულოში და ვცდილობთ უზრუნველვყოთ ყველა საჭირო დახმარება.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ კრემლის მცდელობას ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინების, რეპრესიებისა და დასჯის შესახებ.

სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლესი პრიორიტეტი საზღვარგარეთ აშშ-ის მოქალაქეების უსაფრთხოებაა. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს გაფრთხილებებს რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის მოქალაქეებისთვის საფრთხის არსებობის შესახებ. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა, როგორც ეს აღწერილია ჩვენს სამოგზაურო რჩევაში რუსეთში“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

interpressnews.ge