აქტუალური
რატი ბრეგაძე: სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სამკურნალოდ ვარშავაში გადაყვანის მოთხოვნა

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაააკმაყოფილა პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ დროებით ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა და სახელმწიფოს არც მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა დაევალა. იუსიტიციის მინისტრის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ დღეს გამოაქვეყნა, თუმცა სასამართლოს ოფიციალურ ვებგვედზე გადაწყვეტილება ჯერ არ იძებნება.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი [მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში] შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და იყო ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მანვე პენიტენციური სისტემის „ყველა ღირსეულ თანამშრომელს, რომელიც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებებს“, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „ასევე განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მრავალი შეურაცხყოფის, მრავალი ცილისწამების მიუხედავად, განუხრელად ასრულებდა და ასრულებს საკუთარ მოვალეობას და დგას ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე“, – დასძინა მან.

ჩვენ ვმოქმედებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ ექიმების რეკომედაციების შესრულებას და როდესაც გვექნება შესაბამისი დასკვნა ის გადაყვანილი იქნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, – ხაზი გაუსვა მან და დაამატა, რომ ამ ეტაპზე მისი სხვა კლინიკაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის წინაპირობა არ არსებობს“, შესაბამისად ის აგრძელებს მკურნალობას კლინიკა „ვივამედში“, სადაც იგი 2022 წლის მაისიდან იმყოფება.

რატი ბრეგაძემ ხაზი იმასაც გაუსვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პენიტენიურ დაწესებულებაში მოთავსების პირველივე დღიდან დაიწყო გაურკვეველი წყაროებიდან დაფინანსებული მიზანმიმართული ცილისმძამებლური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა, რომ საქართველო წარმოჩენილიყო ისეთ სახელმწიფოდ, რომელშიც თითქოსდა ვინმეს აწამებენ“.

ამ მიზნის მისაღწევად ადამიანთა ეს ჯგუფი იმაზეც კი წავიდა, რომ მსჯავრდებული გაექეზებინათ, რომ ჰქონოდა 4 შიმშილობის ეპიზოდი, არ დამორჩილებოდა ექიმთა რეკომენდაციებს, არ ემკურნალა და, შესაბამისად, გაეუარესებინა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც სხვა არაფერია თუ არა თვითდაზიანება“, – განაცხადა მან და დაამატა, რომ „ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესების მოტივით, თავისუფლების მოპოვების კამპანიის ფარგლებში“ საქართველოში დაწყებული სამართლებრივი დავები ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა და იგივე მოხდა სტრასბურგშიც.

იუსტიციის მინისტრის ბრიფინგის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ თქვა, რომ ეს სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება არ არის. ეს გახლდათ პროცედურული… ე.წ. დროებითი ღონისძიების სარჩელის განხილვამდე სააკაშვილის გადაყვანის საკითხთან დაკავშირებული პროცედურული გადაწყვეტილება“, – განმარტა მან.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარემ, „პროცესის დაწყებისთანავე სცადა და გამოიყენა ყველა, თუნდაც მცირე და თეორიული ბერკეტები, რომლის საშუალებასაც იძლეოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სასამართლოს მუშაობის წესები“. ამ პროცედურულ საკითხზე ევროსასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანა ვარშავაში. როგორც მინიმუმ, სარჩელის განხილვა არ დასრულდება… ევროსასამართლო ამ საკითხზე იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული“, – აღნიშნა მან.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ დათანხმდა ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაუდებლად გადაყვანას.

მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა – ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება“.