პუბლიკაციები
აშშ-ის ელჩმა დაადასტურა საქინფორმის მთავარი რედაქტორის პროგნოზი აფხაზეთის გავლით საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის შესახებ

   2023 წლის 18 მაისს გამოქვეყნდა საქინფორმის მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის პუბლიკაცია „საქართველო აზიმუტს ვაშინგტონიდან მოსკოვამდე აფართოებს - ავიამიმოსვლის კვალდაკვალ ველით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას“.

   იმავე დღეს, 2023 წლის 18 მაისს, რამდენიმე საათის შემდეგ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, როგორც ჩანს, წაიკითხა არნო ხიდირბეგიშვილის ზემოაღნიშნული პუბლიკაცია, და შემდეგი განცხადება გააკეთა: ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მისი რვა მოქალაქე ჰყავს დაკავებული რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს სამხრეთ ოსეთში და განაგრძობს რუსეთის ზეწოლის ქვეშ ყოფნას, ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, რაც ჰგავს რუსეთის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი კითხვებია: რატომ? რატომ ახლა? რატომ უკეთებს პუტინი ახლა ამ დათმობებსა და შეთავაზებებს საქართველოს? რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს ამისთვის, პირდაპირი ფრენებისთვის, სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, იმ სარკინიგზო ხაზის პოტენციური აღდგენით, რომელიც დააკავშირებს საქართველოს რუსეთთან, აფხაზეთის საშუალებით? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ პუტინი არაფერს იძლევა საფასურის დაკისრების გარეშე. კითხვაზე, რატომ აკეთებს ახლა რუსეთი ამას, დასკვნები ფაქტებზე დაყრდნობით უნდა გამოვიტანოთ, რომ გავიგოთ, რისი მიღება შეიძლება სურდეთ ამ ნაბიჯის, ამ ჟესტის თვალსაზრისით“.

   ახლა დეგნანის განცხადებაში გადავხაზოთ ყველაფერი, რაც მან არაერთხელ განაცხადა პუტინის №№335 და 336 ბრძანებულებების შემდეგ - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმისა და რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ. დარჩება მხოლოდ ერთი ახალი ფრაზა, კერძოდ: სარკინიგზო ხაზის პოტენციური აღდგენით, რომელიც დააკავშირებს საქართველოს რუსეთთან, აფხაზეთის საშუალებით .

   კითხვა: არავის, გარდა საქინფორმის მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილისა, ამ დღეებში არ გაუცხადებია საქართველოსა და რუსეთს შორის, აფხაზეთის გავლით, სარკინიგზო მიმოსვლიმოსალოდნელი გახსნის შესახებ. რატომ იმეორებს აშშ-ის ელჩი ის პროგნოზს, ოღონდ უკვე - მტკიცებითი ფორმით? ვიცით, რომ ამერიკის ამბიციურ ელჩს, ისევე როგორც ამერიკელჩინოვნიკების უმეტესობას, არ შესწევს ანალიტიკური აზროვნების უნარი და ამიტომ არნო ხიდირბეგიშვილკითხვებს სვამს - აქაოდა, რატომ მიდის ახლა პუტინი საქართველოსთან ასეთ დათმობებზე?

ალბათ აშშ- ელჩმა კელი დეგნანმა გაიხსენა 2020 წლის 29 ივნისის პუბლიკაცია „თეთრი მონები” - საქინფორმის მთავარი რედაქტორი აშშ–ის ელჩს დახმარებას სთავაზობს“, და დაგვიანებით გადაწყვიტა ესარგებლა არნო ხიდირბეგიშვილის შეთავაზებით. მაგრამ "Поздно пить «Боржоми», когда почки отвалились" - მანამ, სანამ საქართველოსა და რუსეთს შორის რკინიგზა გაიხსნება, შტერი დეგნანი შინ აშშ-ში დაბრუნდება.

საქინფორმი
2023 წლის 18 მაისი
საქართველო, თბილისი