”ადამიანების ცნობიერება კი არ განსაზღვრავს მათ ყოფიერებას, არამედ პირიქით - ყოფიერება განსაზღვრავს მათ ცნობიერებას”, - შეედავა მარქსი ჰეგელს, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებდა. იმისდა მიუხედავად, რომ მარქსი, და არა ჰეგელი ითვლებოდა სკკპ-ს ოფიციალურ იდეოლოგად, ენგელსთან და ლენინთან ერთად, სსრკ-ს ხელმძღვანელობა მოსახლეობაში ნერგავდა ჰეგელის მიდგომას - საბჭოთა პროპაგანდა შთააგონებდა მოქალაქეებს, რომ საბაზისო საკითხების - ზედნაშენზე, ანუ ცხოველმყოფელობისა და ყოფიერების საკითხების ზოგადსაკაცობრიო მორალურ ფასეულობებსა და პრინციპებზე მაღლა დაყენება წარმოადგენს ფიზიოლოგიურად უზნეო მიდგომას, საზიზღარ ბურჟუაზიულ გამოვლინებას, რომელიც არ ეკადრება ახალ ადამიანს - ნათელი კომუნისტური მომავლის მშენებელს. ამგვარად, პარტიული და საბჭოთა ორგანოები ხელს უბიძგებდნენ დამკვრელ შრომისთვის, მათ შორის ზეგანაკვეთურად და შაბათობებზე, არა ანაზღაურების, არამედ მაღალი პროლეტარული იდეალებისთვის (მაგალითად, „დავეწიოთ და გავუსწროთ მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებს ტექნიკურად და ეკონომიკურად, რათა დავაჩქაროთ გადასვლა სოციალიზმიდან - კომუნისტურ სამოთხეში, სადაც ყველა მიიღებს არა თავისი შრომის, არამედ საჭიროებების შესაბამისად“).
თუმცა, თავად პოსტსტალინური საბჭოთა ნომენკლატურა შორს იყო ენთუზიაზმისგან და საკმაოდ ყაირათიანად და პრაგმატულად ცხოვრობდა. ხნიერი ბრეჟნევის სტაგნაციისა და შედარებით ახალგაზრდა გორბაჩოვის გარდაქმნის - ე.წ. „პერესტროიკის“ ეპოქის ნომენკლატურას, რომელიც კორუფციასა და ნეპოტიზმში იყო ჩაფლული, ზომა რომ სცოდნოდა და არ უგულებელყო სტალინიზმის მთავარი პრინციპები, საბჭოთა კავშირი - აყვავებული, სავსე დახლებით, უფასო განათლებითა და ჯანდაცვით - დღემდე იარსებებდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მსგავსად, სადაც მაოს მცნებების ერთგული დარჩნენ.
რაღაც მსგავსს დღეს საქართველოში ვხედავთ: დასავლეთი, რომელიც თავს ახვევს ქართულ ხელისუფლებას საქართველოსთვის წამგებიან გადაწყვეტილებებს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, ხელმძღვანელობს პრაგმატული, მისთვის ხელსაყრელი მოტივებით, რომლებსაც ნიღბავს „ცივილიზებული დემოკრატიული ღირებულებების“ პროპაგანდით. გასაოცარია! - დასავლელი ხელმძღვანელები 21-ე საუკუნეში მიმართავენ პოსტ-სტალინური ეპოქის კომუნისტების ტაქტიკას, ხოლო როდესაც მათ ორმაგ სტანდარტებში ამხელენ, ბოლშევიკი - რევოლუციონერების მსგავსად იქცევიან, ანუ სჯიან ექსპროპრიაციებით - სანქციებით, როგორც ბიძინა ივანიშვილის ასობით მილიონი დოლარის კონფისკაცია მოახდინეს. მაგრამ თუ ამანაც არ უშველა, მაშინ დასავლელი „პარტნიორები“ საუკეთესო ბოლშევიკურ ტრადიციებში აწყობენ რევოლუციებს იმ ურჩი და გაბედული ხელისუფლების დასამხობად, რომელმაც თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს!
აიძულოს ევროპა ჯიბე გამოიფხიკოს ნატოს საჭიროებებისთვის (ევროპელებისთვის გამოუსადეგარი სამხედრო ალიანსისთვის, რომელიც მხოლოდ აშშ-ის ინტერესებს ემსახურება); შეარყიოს მზარდი ევროპული ეკონომიკა, რომელიც კონკურენციას უწევს ამერიკულს, ჩამოაშოროს იგი რუსულ ნედლეულს, ბაზარსა და ნახშირწყალბადებს, რითაც დამოკიდებულს გახდის ამერიკულ მიწოდებებზე - აი აშშ-ის მიზნები, რომლის მისაღწევადაც მან ომი დაიწყო უკრაინაში, რომლის გაზსატრანსპორტო სისტემითაც ხორციელდება რუსული გაზის ტრანზიტი ევროპაში, ასევე ააფეთქეს „ჩრდილოეთის ნაკადის“ მაგისტრალური მილსადენები. ეკონომიკური თვალსაზრისით, ზემოაღნიშნული პროექტი ზემომგებიანია, თუმცა ამორალური, რადგან მიზანი სხვისი სიცოცხლის ფასად მიიღწევა („ომი უკანასკნელ უკრაინელამდე“). ამავე თვალსაზრისით, აშშ-ის მიზნები სრულად განხორციელდა (უკრაინა დანგრეულია და დიდ ვალშია შეერთებული შტატების წინაშე, ევროპა დიდ სირთულეებს განიცდის და ა.შ.), ამიტომ დღეს ვაშინგტონი უფრო მეტად უნდა იყოს დაინტერესებული უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის შეკვეთებით, ვიდრე კიევისთვის ახალი შეიარაღების მიწოდებითა და ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტებით. მაგრამ იმისთვის, რომ ევროპა კიდევ უფრო მეტად იყოს დამოკიდებული ამერიკულ ენერგომატარებლებზე, განსაკუთრებით თხევად გაზზე, აუცილებელია გამოირიცხოს ან მინიმუმ შეიზღუდოს კასპიის ენერგომატარებლების მიწოდება ევროპაში აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მარშრუტით. ამ ჯაჭვში საქართველო ყველაზე დაუცველი რგოლია, რომელზეც შეერთებულ შტატებს სურს სრული კონტროლის დამყარება.
არანაკლებ პრაგმატული მიზანი აქვს ინგლისს, რომელმაც დაიწყო მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - ახალი გეოეკონომიკური სივრცის - სახელმწიფოთა პანთურქული სარტყლის ფორმირება თურქეთთან თანამშრომლობითა და ისრაელის მხარდაჭერით. ამ პროექტში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველოს, როგორც სასმელი წყლის უმდიდრესი მარაგების მქონე ტერიტორიას. ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შეიარაღების მიწოდება, შესაბამისად - ომი უკრაინაში, გაგრძელდება მანამ, სანამ ანგლოსაქსები თავიანთ მიზანს არ მიაღწევენ.
ზემოაღნიშნული ამოცანების კომპლექსურად გადაჭრის მიზნით, საქართველოს ავალდებულებენ გამოუცხადოს ეკონომიკური სანქციები რუსეთს, თუმცა საქართველო არ არის ევროკავშირისა და ნატოს წევრი (სხვაგვარად არც ჰკითხავდნენ, დასავლეთში - რკინის დისციპლინაა, კომუნისტებს არც დაესიზმრებოდათ!). ამავდროულად, აშშ და ევროკავშირი, სხვადასხვა პირდაპირი და შემოვლითი გზებით, ინარჩუნებენ მრავალმილიარდიან სავაჭრო ბრუნვას რუსეთთან, რაზეც დასავლური პროპაგანდა დუმს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მხოლოდ გასულ 2022 წელს რუსეთმა ევროკავშირთან ვაჭრობის შედეგად 300 მილიარდი ევრო მიიღო! საქართველოს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ ომში, აშანტაჟებენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, რაც საქართველოს, გარდა ევროსტანდარტების შესაბამისობის კაბალური ვალდებულებებისა, არაფერს უქადის - არავითარ ბონუსებს, დამატებით უკვე არსებული უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა, არ მოუტანს. საქართველოსგან მოითხოვენ სასწრაფოდ გააუქმოს რუსეთთან ახლახან აღდგენილი პირდაპირი ავიამიმოსვლა და უვიზო რეჟიმი. ხოლო როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ედავება - აქაოდა, ეკონომიკური სანქციები და რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტი" საქართველოსთვის "სუიციდად" იქცევა და რატომ არ შემოიღებს აშშ, რუსეთის მსგავსად, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას და პირდაპირ ავიარეისებს, არ მოაწერს ხელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას - დასავლეთი იწყებს ვითომ და პრორუსულად განწყობილი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების შეცვლის პროცესს, რაც სინამდვილეში სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის რეინკარნაციას ნიშნავს რადიკალური ოპოზიციით დაკომპლექტებული კოალიციური მთავრობის სახით.
ისტორიის გაკვეთილები... XI საუკუნეში სვეტისცხოველის ჩრდილოეთ ფასადზე ქართველების საყურადღებოდ გამოკვეთილი დიდოსტატის მოკვეთილი მარჯვენა. ამბობენ, რომ კონსტანტინე გამსახურდიას რომანი სტალინმა ერთ ღამეში წაიკითხა: „ლავრენტი, გამსახურდია შესანიშნავი მწერალია, რატომ არ ვიცოდი?!“, - გააღვიძა მან ბერია. სტალინმა და ბერიამ გადაარჩინეს საქართველო მძარცველი მოღალატეების - ქართველი მენშევიკებისგან და შექმნეს სუვერენული აყვავებული საბჭოთა რესპუბლიკა. თუმცა, სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლი შთამომავლებმა არ დაუფასეს - აიღეს მათი ძეგლები, ამოშალეს მათი სახელები წიგნებიდან და ცილი დასწამეს, ხოლო პრეზიდენტად საფრანგეთიდან სააკაშვილის მიერ გამოწერილი მენშევიკი ქალი დასვეს, რომელმაც გასულ კვირას, ევროპარლამენტში გამოსვლისას რუსულ ენას ანაქრონიზმი უწოდა... მეფე ერეკლე II და ილია ჭავჭავაძე სიკვდილის შემდეგ წმინდანად შერაცხეს, ხოლო სიცოცხლეში დევნიდნენ, რადგან დიდი ერისშვილები იყვნენ...
საქართველოში დღემდე გრძელდება შუღლი, შური და სიძულვილი სამშობლოს საუკეთესო შვილების მიმართ, ქართველები უფლებას აძლევენ შეურაცხყოფა მიაყენონ კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს, რომელზეც რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. საქართველოში არ გადაშენებულან ქართველები, რომლებისთვისაც მეფეები, ბრძენები და ერის მამები დამცირების სამიზნეს წარმოადგენენ. თავიანთ მეცენატებსაც კი, რომლებსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში წმინდანებივით პატივს სცემენ, უმადური ქართველი თანამოქალაქეები არ აფასებენ - ბადრი პატარკაციშვილი მოკლეს, დღეს კი ბიძინა ივანიშვილს მიადგნენ, რომელიც დამნაშავეა მხოლოდ იმაში, რომ სამშობლოში ცხოვრება მოისურვა, რომელსაც საკუთარი ჯიბიდან 3 მილიარდი დოლარი დაახარჯა!
შედარებისთვის: 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების მანძილზე შეერთებულმა შტატებმა საქართველოს გამოუყო დაახლოებით 5,5 მილიარდი დოლარი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკან, ამერიკაში დაბრუნდა ამერიკული შეიარაღებისა და აღჭურვილობის შესაძენად.
დღეს საქართველოსთვის ერთადერთი გზა არის ყოველგვარი პროპაგანდის მიტოვება და კალკულატორის ხელში აღება, ანუ მარქსის მიხედვით პრაგმატული პოლიტიკის გატარება, რადგან „ყოფიერება განაპირობებს ცნობიერებას“ და არა პირიქით. ქართველთა ახალგაზრდა თაობა, ვაღიაროთ, გულგრილია საქართველოს ისტორიის ფურცლების, ხალხთა ყოფილი მეგობრობისა და ქართველებისა და რუსების საბრძოლო ძმობის მიმართ, რომლებმაც ფაშიზმი სსრკ-ს სხვა ხალხებთან მხარდამხარ ხერხემალში გადატეხეს. ასევე არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს საქართველოში თუნდაც 100 ქართველი მოიძებნება, ვინც სიკვდილის შიშით უარს იტყვის მართლმადიდებლური ხატების ფეხქვეშ გათელვაზე, როგორც 100 ათასი თბილისელი წმინდა მოწამე, რომლებსაც ამის გამო ხორეზმის სულთანმა ჯალალედინმა 1226 წელს მეტეხის ხიდზე თავები მოჰკვეთა.
ამიტომ, მოდი უბრალოდ დავითვალოთ, რა არის მომგებიანი და რა არა მომგებიანი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამისთვის ღმერთმა გამოგვიგზავნა ახალგაზრდა ნიჭიერი პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც, გამორჩეული მენეჯერიდან მოკლე დროში გაიზარდა პერსპექტიულ პოლიტიკოსად. ღარიბაშვილი - პირველი საქართველოს ლიდერია, ზვიად გამსახურდიას შემდეგ, რომელსაც არ შეუშინდა დასავლეთის წინაშე მართლმადიდებლობასთან განუყოფლად დაკავშირებული ქართული კულტურული ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვა. სორბონის კურსდამთავრებულმა, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-სკოლა გავლილმა ღარიბაშვილმა შეისწავლა მეფე ერეკლე მეორისა და ილია ჭავჭავაძის გზა, რომლებიც თანამემამულებმა არ დააფასეს - არ გაუფრთხილდნენ, და მათი მოწინავე იდეების („ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“ და სხვ.) სინთეზით, გვთავაზობს თანამედროვე პროგრამას „ირაკლის გზა“, რომლის სათავეში დგას პრაგმატიზმი, ეროვნული ინტერესები და რეალური პოლიტიკა, და არა „დასავლური ღირებულებების“ პროპაგანდა.
აი რამდენიმე თეზისი ამ პროგრამიდან: „სტრატეგიული მოთმინება“ - როგორც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, რადგან პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, „დღეს საქართველოსთვის ქვების შეგროვების დროა“; „გზა დამოუკიდებლობიდან - თავისუფლებამდე“ - სახელმწიფო განვითარების კონცეფცია, ხოლო „ჩვენი მთავარი იარაღი სიმართლეა“ - ეროვნული იდეა, რომლითაც ჩვენ უნდა ვიაროთ ამ გზით. „ომი უკრაინაში ნატოსკენ სწრაფვის შედეგია“ - განაცხადა ღარიბაშვილმა სრული სიმართლე ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC), მაგრამ დასავლურმა პროპაგანდამ ეს უდავო ფაქტი პრორუსულ ნარატივად წარმოადგინა! და ბოლოს, „არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე“ - საგარეო ეკონომიკური თანამშრომლობის სტრატეგია, რომელიც, პირველ რიგში, გულისხმობს საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორს - რუსეთის ფედერაციას.
შედარებისთვის: 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების მანძილზე შეერთებულმა შტატებმა საქართველოს გამოუყო დაახლოებით 5,5 მილიარდი დოლარი, რომელსაც მიზნობრივი მნიშვნელობა ჰქონდა - ამერიკული შეიარაღების შესაძენა და ნატოს სტანდარტების შესაბამისობა, უცხოური გავლენის ადგილობრივი აგენტების მხარდაჭერა, რაც შენიღბულია სასამართლო და საარჩევნო სისტემების ინსტიტუციური რეფორმების, სამოქალაქო სექტორისა და მედია-პროპაგანდისტული ოპოზიციური ტელეკომპანიების მუხლებით.
რუსეთისგან კი საქართველო მხოლოდ ერთ წელიწადში იღებს: 3 მილიარდ დოლარზე მეტს, რომელსაც სახელმწიფო ხაზინაში ტოვებენ რუსი ტურისტები და ვიზიტორები; ამდენივეს საქართველოს მოქალაქეები იღებენ რუსეთიდან ფულადი გზავნილების სახით; საქართველოს რუსეთთან ვაჭრობის მოცულობამ 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
პრემიერი ღარიბაშვილი იმ პოლიტიკურ რეალობასა და ეკონომიკურ - ფინანსურ მოცემულობას ეყრდნობა, რაც დღეს საქართველოს გააჩნია. რა თქმა უნდა, მას ესმის საკადრო განახლების აუცილებლობა, რაც დაუყოვნებლივ მოიტანს ხელშესახებ გარღვევას. 2012-14 წლებში გარკვეული სარგებლობის მომტანი რამდენიმე მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობის „სახე“ დღეს ანაქრონიზმად, მუხრუჭად, ქართული საზოგადოების გამაღიზიანებლად იქცა, რაც უარყოფითად აისახება „ქართული ოცნების“ იმიჯზე და დამატებით პრობლემებს ქმნის მმართველ პარტიას ისედაც რთულ პერიოდში.
ასევე, „ქართული ოცნებისთვის“ არახელსაყრელია ყველა მკვეთრი შემობრუნებები საგარეო პოლიტიკაში, თუკი, რა თქმა უნდა, ქართულ ხელისფლებას არ აიძულებენ, მიიღოს მკვეთრი გადაწყვეტილებები. არც დასავლეთსა და არც რუსეთს არ უნდა აწყობდეთ სანქცირებული არასტაბილური საქართველო, რომელშიც შიდა შუღლი მძვინვარებს. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმებით და, მეორე მხრივ, რუსეთთან სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობების განვითარებით, საქართველოს შეუძლება გახდეს სავაჭრო ხიდი, უნიკალური თავისუფალი ეკონომიკური ზონა დასავლეთსა და რუსეთს შორის, რაც ძალიან უნდა აძლევდეს ხელს ორივე მხარის პრაგმატულ ადამიანებს, პირველ რიგში - ბიზნესმენებს. და ეს, რა თქმა უნდა, უზარმაზარ პროფიტს მოუტანს თავად საქართველოს, თუკი ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრს „მარჯვენას არ მოჰკვეთენ“, როგორც აქ ოდითგან უსწორდებიან ყველაზე გაბედულებს და ნიჭიერებს...
მცხეთაში კი, სვეტიცხოვლის კედლიდან დიდოსტატის მოკვეთილი მარჯვენა კვლავ საყვედურით გადმოჰყურებს ქართველებს, როგორც მორიგ შესაძლო უგუნურობებზე საუკეთესო შეხსენება...
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
2023 წლის 2 ივნისი
საქართველო, თბილისი