პუბლიკაციები
სერგეი შოიგუ: უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე Himars-ისა და Storm Shadow-ს რაკეტებით დარტყმების განხორციელებას გეგმავს

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მათ შორის ყირიმზე, დარტყმების განხორციელებას Himars-ისა და Storm Shadow-ს რაკეტებით გეგმავს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი კონფლიქტში აშშ-სა და ბრიტანეთის სრული ჩართვა იქნება და რუსეთის მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონის გარეთ ამ რაკეტების გამოყენება ნიშნავს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სრულ ჩართვას კონფლიქტში და გამოიწვევს დაუყოვნებელ დარტყმას უკრაინის ტერიტორიაზე გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.