პუბლიკაციები
გიგლა ბარამიძე: ბრიუსელში ამბობენ – ერთადერთია თქვენი ქვეყნის ოპოზიცია, რომლებიც პირდაპირ გვეუბნებიან, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეთო

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. ბრიუსელში ოპოზიციაზე ზოგ შემთხვევაში ეცინებათ კიდეც. მე როგორც ყოფილ ელჩს მაქვს გარკვეული კონტაქტები და ხშირად ამბობენ ისინი – იცით ჩვენ ყველაფერი გაგვიგია, ხშირად ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნიდან ოპოზიცია არ მოსწონთ რაღაცები და ჩვენთან აყენებენ საკითხებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ერთადერთია თქვენი ქვეყნის ოპოზიცია, რომლებიც ოთახ-ოთახ დადიან და პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მივცეთ, – ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ამას ოფიციალურად არ ამბობენ, მაგრამ პირისპირ საუბრებში ამბობენ და დიპლომატიაში ასეთი არაოფიციალური საუბრები ძალზედ მნიშვნელოვანია. ამიტომ ნუ ჰგონია ამ მეხუთე კოლონას, რომ რაიმე სერიოზულ შედეგს მიაღწევენ“, – აღნიშნა მან.

ბარამიძე ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჩართვას აპირებს.

დაუსვეს ზუსტი დიაგნოზი სტრასბურგის სასამართლოში და ყველაფერი შეტრიალდა. 600 დღე იყო ტოტალური სიცრუის და პოლიტიკური უზნეობის ზეობა რასაც ისინი კადრულობდნენ. ყველაფერ ამას მოჰყვა ის კამპანია, რომელმაც გარკვეული ზიანი მიაყენა ქვეყანას. ჩვენ სინანულს და ბოდიშს ველით ორი ქვეყნის პრეზიდენტისგან, მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტისგან, ბოდიშს ველით რამდენიმე სენატორისგან და კონგრესმენისგან და უპირველეს ყოვლისა იმ ევროპარლამენტარებისგან, რომლებმაც მოაწერეს ხელი სამარცხვინო დოკუმენტს, რომ ვითომ სააკაშვილი არის ციხეში და იტანჯება. ახლა რა პასუხს გაგვცემენ? ამიტომ, ბოდიში უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში ატყუებდნენ საზოგადოებას და შეურაცხყოფას აყენებდნენ საქართველოს ხელისუფლებას“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.