პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: უკრაინაში გასაგზავნი სულ რამდენიმე ასეული სულელი დაგვრჩა!

 ასე მაგრად, როგორც გასულმა კვირამ გამახარა, მარტო ერთხელ გამიხარდა - როცა სააკაშვილი დაიჭირეს, რომელმაც 2007 წელს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები რედაქციითურთ ქუჩაში გაყარა! ვერ გაგვაჩერეს, 2003 წლის ნოემბრიდან, კვირაში ერთხელ როგორც ვდებდით მიწაში ამ ჯალათების ხროვას, ორმაგი მონდომებით გავაგრძელეთ! ერთი ადამიანის, თუნდაც არამზადის დაჭერა კი არ გამიხარდა - მაშინ მთელ საქართველოს გიჟები ვეგონეთ, ახლობლებსაც და ზოგჯერ, საკუთარი ოჯახის წევრებსაც კი! მთელი პროგრესული დასავლეთი, ამერიკის თამადობით, ბევრი, ვინც დღეს სააკაშვილს დასცინის და კარგ თანამდებობასაც იკავებს, მაშინ მას დემოკრატიის შუქურად თვლიდა! რანაირად ხართ მართალი „ასავალ-დასავალი“ და ყველა დანარჩენი - მტყუანი?! ვერ ხედავთ, „რა ლამაზად თენდება“?! რა, დონ კიხოტი ხარ, დალოცვილო, მშობლები, შვილი არ გეცოდება მაინც?! ჟვანია გააგორეს, თქვენ გაგახარებთ?!“ - გვეუბნებოდნენ ახლობლები მორიგი თავდასხმის, მუქარებისა და შევარდნების შემდეგ! და ვინ არის დღეს მტყუან-მართალი, ვინ არის გიჟი, და ვინ - გამარჯვებული? ვინ არის სამშობლოს პატრიოტი, და ვინ - მოღალატე?! მიშა, თუ ჩვენ? აი ამიტომ მიშას დაჭერა - ეს ჩვენი რეაბილიტაცია და გამარჯვება იყო, ჩვენი სამართლის, სიტყვის, რწმენის, სიკეთის ბოროტზე გარდაუვალი გამარჯვების დამტკიცება! გასულ კვირას კი იმან გამახარა, რომ საქართველო მალე ჩინეთსა და რუსეთს შორის კავკასიურ ბრილიანტად გაბრწყინდება! მილიარდნახევრიანი ჩინეთი საქართველოს პრემიერს არნახული პატივით შეხვდა, ჯერ აეროპორტში დახვედრა რად ღირს, აქამდე არცერთი პრემიერისთვის რომ არ მოუწყვიათ! და ის ულამაზესი პატარა ჩინელი გოგონა, ირაკლის თაიგული რომ მიართვა, არის ქართულ-ჩინური სტრატეგიული პარტნიორობისა და აყვავების სიმბოლო! მეორე ამბავი, რამაც ძალიან გამახარა, ის იყო, რომ ჩინეთის ძველმა სტრატეგიულმა პარტნიორმა - რუსეთმა, მილიარდნახევრიანი აფრიკა გულზე მიიკრა, დააპურა და ეს მართლაც ლამაზი აფრიკელი ხალხები ამიერიდან უპატრონოდ და მოტყუებულად თავს არ იგრძნობენ, როგორც "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტები - რეჟიმის დროს! იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთისთვის ბურჯი და იმედია, ვისთანაც საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, ძალზედ იმედისმომცემია! კიდევ გამიხარდა, რომ გასულ კვირას ყველა დარწმუნდა, რომ საქართველოში სულ ერთი მუჭა არამზადაა დარჩენილი - მოსყიდული უცხოეთის აგენტი, ბათუმში რუს ტურისტებს რომ უყეფდნენ! (დანარჩენი სულელი კამიკაძეები უკრაინაში თავს იკლავენ, საქართველოს ძალოვნებს გაექცნენ, თორემ აქ შექმნიდნენ რამე ბანდფორმირებას. მათთვის, ვისაც ლამაზი საკრუიზო ლაინერი არ მოეწონა, პუტინმა გუშინ სამხედრო-საზღვაო აღლუმი ჩაატარა: „არ მოგწონთ „Astoria Grande“? აგერ რამდენი გემია, აირჩიეთ, რომელი გნებავთ, რომ გესტუმროთ ბათუმში!“.

და კიდევ, რაც ბოლო ხანებში ძალიან მახარებს, ისაა, რომ უკრაინელ ფაშისტებს ცოცხალი ძალა გამოელიათ და შემოდგომაზე კიევში გამარჯვებას ვიზეიმებთ!