უცხოეთი
ჯონ კირბი: აშშ არ ახალისებს რუსეთის ტერიტორიაზე შეტევებს

 საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. შეერთებული შტატები არ ახალისებს და არ უწყობს ხელს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს, განაცხადა ტელეარხ CNN-ის ეთერში თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.
მისი თქმით, უკრაინელები „თავად არიან პასუხისმგებელი სამიზნეების არჩევასა და იმაზე, თუ როგორ გამოიყენონ საკუთარი სამხედრო პოტენციალი“.

„ჩვენ არ ვახალისებთ თავდასხმებს რუსეთის ტერიტორიაზე და, მით უმეტეს, არ ვუწყობთ ხელს მათ განხორციელებას. ჩვენ ნამდვილად გვინდა ფოკუსირება იმაზე, რაც უკრაინის მიწაზე ხდება“, — აღნიშნა კირბიმ.

ამასთან მან იქვე დასძინა, რომ აშშ-ს სურს მიაწოდოს უკრაინას „ყველაფერი, რაც საჭიროა წარმატებული კონტრშეტევისთვის“.
გავრცელებული ცნობით, ბოლო დღეებში მოსკოვს უკრაინულმა დრონებმა რამდენჯერმე შეუტიეს. 30 ივლისის გამთენიისას უპილოტო საფრენმა აპარატებმა „მოსკვა-სიტისა“ და სამთავრობო კომპლექს „ოკო-2“-ის შენობები დააზიანეს. 1 აგვისტოს ღამით „მოსკვა-სიტიზე“ კიდევ ერთი შეტევა განხორციელდა, რა დროსაც შენობის მინის ფასადი დაზიანდა.

sputnik-georgia.com