აქტუალური
ნატოს დელეგაცია თბილისშია

nato137ნატოს დელეგაცია, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწე გაბრო იკლოდი ხელმძღვანელობს, 7-8 ივლისს თბილისში დაგეგმილ ნატო-საქართველოს ორდღიან კონფერენციას დაესწრება.

გარდა ამისა, დელეგაცია გამართავს შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

სტუმრები საქართველოში გატარებულ რეფორმებს ადგილზე გაეცნობიან.

უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ქართული მხარის ინიციატივით საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდება.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, მთავარი განსახილველი თემები ტერორიზმი, კიბერუსაფრთხოება და ენერგოუსაფრთხოება იქნება.

„ამ ღონისძიების თბილისში გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო გლობალური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და მასთან საბრძოლველად საერთაშორისო ფორმატით მიმდინარე ყველა პროექტში აქტიურად მონაწილეობს“, – აღნიშნა კალანდაძემ.

 

საქინფორმი