პუბლიკაციები
არანაირი ომი, არც თბილისში და არც შინდისში, საქართველოში არ მოხდება! ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორ-ქვეყანას არავინ დაესხმება თავს!

 საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქართველოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა პირველივე დღიდან მთელი სპექტრითა და უპრეცედენტო ტემპით დააწყებინა, უეჭველად ისტორიაში ოქროს ასოებით შევა. ამაზე მნიშვნელოვანი დღეს არაფერია, ეს უბრალოდ სხვა დონეა... ჩინეთი არის საოცარი ისტორიის, ხალხისა და ტექნოლოგიების ქვეყანა. მომავალი 2024 წლის 26 მაისს საქართველო უკვე სხვანაირი იქნება! დამიჯერეთ, თანამემამულენო, აქამდე არასოდეს შევმცდარვარ. ძირგამომთხრელ ძალებს კი ვურჩევდი - არ ისარგებლონ იმ გარემოებით, რომ პრემიერს დღეს მათთვის უბრალოდ არ სცალია. ემანდ, ისე არ მოხდეს, რომ მათთვის ხალხს მოეცალოს... საქართველო უკრაინასთან ნუ აგერევათ, აქ ნაციზმი მეტი არ გავა! არანაირი ომი, არც თბილისში და არც შინდისში, საქართველოში 15 წელი არ არის და მომავალშიც არ მოხდება! ნატოც და სხვაც ათასჯერ იფიქრებს, სანამ ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორ-ქვეყანას დაესხმება თავს!