საზოგადოება
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის განცხადებაზე: საქართველოს დავალებებით ვერასდროს ვეღარავინ მართავს

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. კონსტიტუციის ჩარჩოებიდან ბოლომდე გავდივარო - განაცხადა პრეზიდენტმა და სცადა, ეს პოზიცია ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვის არგუმენტით შეეფუთა, ეს იყო სულ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა და გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვას.

მდინარაძის შეფასებით, მისი განცხადებაც მხარდაჭერილი იქნება, რაც „დავალებების მიმღების ხვედრია“.

„არც კი უცდია, ახლა მაინც ეღიარებინა, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს!

დაიმახსოვრეთ, მის ამ განცხადებასაც კი მხარს დაუჭერენ, ეს არის დავალების მიმღების ხვედრი…

საქართველოს დავალებებით ვერასდროს ვეღარავინ მართავს!

ამ მოცემულობის გათვალისწინებით გახდება ის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ამაყი და ღირსეული წევრი!“, - წერს მდინარაძე.