რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: თამაშები ღია კარტებით

   საქართველოში და საქართველოსთან დაკავშირებული გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები მოულოდნელ რაკურსში გვევლინება, თუ მათ საქინფორმის მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის თვალთახედვით შევხედავთ, რომელთანაც ექსკლუზიური ინტერვიუ სპეციალურად NEWS FRONT-ისთვის ჩავწერეთ.

- ბატონო არნო, მოდი, დავიწყოთ საქართველოთი. რაჭაში მომხდარი ტრაგედიის შედეგების აღმოსაფხვრელღონისძიებები ჯერ არ დასრულებულა, როცა გურიაში ძლიერმა ნალექმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, დაიღუპნენ და დაიკარგნენ ადამიანები, მანამდე კი ძლიერმა სეტყვამ კახეთში ყურძნის მოსავალი გაანადგურა. ადამიანური დანაკლისი ფასდაუდებელია, მაგრამ სტიქიამ საქართველოს დიდი ფინანსური არალი მიაყენა, რომელიც ჯერ დათვლილი არ არის...

- კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ბუნებრივი კატაკლიზმები რეგიონსა და მსოფლიოში გაფრთხილებაა ადამიანებისთვის, რომლებმაც უნდა შეწყვიტონ დიდი ცოდვების ჩადენა - უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთის ხოცვა ანგარების მიზნით! არც ერთი მიზანი არ ამართლებს ისეთ საშუალებას, როგორც ომია! ისინი, ვინც უკრაინაში ომის პროვოცირება მოახდინეს, ვინც მას მუდმივად ასაზრდოებს მილიარდობით დოლარითა და იარაღით, რათა ის რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, არიან დამნაშავეები ადამიანობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ! მათი მიზანია სლავების ხელით რაც შეიძლება მეტი სხვა სლავის განადგურება, უზარმაზარი სახელმწიფოს დანგრევა და მისი გაძარცვა! უკრაინელები დასავლეთის მონობაში ერთი საუკუნით წინ მოექცნენ, გრანტებისა და კრედიტების ხვეწნა მოუწევთ, რათა როგორმე ინფრასტრუქტურა აღადგინონ! ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირში შეეძლოთ საუკუნის მშენებლობების გამოცხადება და ეკონომიკური გიგანტების წამოჭიმვა ხუთწლედში, თანაც - უცხოეთის დახმარების გარეშე ამ ხუთწლედის სამ წელიწადში შესრულება!

ვის სჭირდება ნატო და ევროკავშირი, თუ ყველანი დავიღუპებით - წყალდიდობასა და მიწისძვრაში, შიმშილში და სიცივეში, პურის და წამლების გარეშე?! საქართველოში და სომხეთშიც რატომღაც პანდემიის დროს ნატოს წვრთნები არ ტარდებოდა, მხოლოდ ახლა გაახსენდათ! ასეთ უბედურებასა და გაჭირვებაში როგორ შეიძლება სამხედრო თამაშებზე ფულის დახარჯვა?! ნუთუ დაავიწყდათ საქართველოს მოქალაქეებს, როგორ გვქონდა დენი და წყალი გრაფიკით, ნავთის რიგები, რადგან გაზი არ იყო, და პური ბარათებით?! საქართველოს ბიუჯეტი ძალიან მწირია და რომ არა შემოსავალი რუსი ტურისტებისა და რუსეთში ექსპორტიდან, ის ღრმა დეფიციტური იქნებოდა, ის არ არის გათვლილი ამდენ ფორს-მაჟორზე, წამგებიან მუხლებზე, როგორიცაა მთელი რეგიონების აღდგენა სტიქიური უბედურებების შემდეგ! ხოლო სეტყვის გამო სახელმწიფო ბიუჯეტმა დაკარგა მნიშვნელოვანი საშემოსავლო მუხლი - ღვინის ექსპორტიდან! ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას უნდა ეკავოს საქართველო, როგორც კიდემდე სავსე ფაიფურის ვაზა, ანუ სათუთად, მკვეთრი მოძრაობების გარეშე, სუნთქვაშეკრულს! დღეს საქართველოს და არა მარტო საქართველოს ამოცანაა გადარჩენა, დღეს საქართველოს არ სცხელა პოლიტიკური ტიუნინგისთვის, ნაირგვარი ზედმეტობისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობისა და მათი მოთხოვნების შესრულების სახით! ამიტომაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციაზე სამაგალითოდ შეეპასუხა ბორელს - აქაოდა, საქართველო არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრია, ამიტომ დღეს ის მოქმედებს მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე! ეს იყო პასუხი ევროკავშირის მხრიდან ყველა უკანონო თავდასხმაზე, რომელიც, თურმე, უკმაყოფილოა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენით, უკმაყოფილოა იმით, რომ ივანიშვილი ჯერ კიდევ არ განაკულაკეს, დაადანაშაულა საქართველო სანქციების დარღვევაში, რაც არ დაადასტურეს ჩამოსულმა მაღალი დონის დასავლელმა ინსპექტორებმა! სად მიიყვანს საქართველოს ასეთ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა, ძნელი მისახვედრი არ არის - დაღუპვამდე და მისი ტერიტორიების მეზობლებს შორის განაწილებამდე!

აი ისიც - თამაშები ღია კარტებით: 21-ე საუკუნეში დამოუკიდებელ სახელმწიფოს საჯაროდ მიუთითებენ, სად და საიდან უნდა იფრინონ ​​თვითმფრინავებმა! ეს იმისთვის, რომ მილიონი ქართველი სამშობლოში ვერ ჩაფრინდეს, რომ სამი მილიონი რუსი ტურისტი საქართველოს ვერ ეწვიოს! ესაა ევროპული სტანდარტები?! ღია კარტებით თამაშებია, როცა „დეივანიშვილიზაციას“ ითხოვენ, ხოლო როცა ქართველმა პარლამენტარებმა მოამზადეს კანონპროექტი, სადაც „ოლიგარქის“ პარამეტრებში სააკაშვილის ბიზნეს ელიტა ავტომატურად მოექცა, ევროკავშირმა მოითხოვა მზა კანონპროექტის სანაგვეში გადაგდება - აქაოდა, მხოლოდ ივანიშვილის გაკოტრება გვჭირდებოდაო! რაც, სხვათა შორის, ერთ-ერთმა შვეიცარიულმა ბანკმა სცადა, რომელიც მალევე გაკოტრდა... ღია კარტებით თამაშებია, როდესაც აშშ-მა ბრძანა უკან გაეწვიათ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკვე მიღებული იყო პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით, რათა ქართველ ხალხს არ შეეტყო, ვინ და რამდენად ყიდის სამშობლოს, თუმცა, თავად შეერთებულ შტატებს აქვს ბევრად უფრო მკაცრი კანონი FARA. ღია კარტებით თამაშებია, როდესაც უმაღლესი კომისარი ბორელი პრესკონფერენციაზე საქართველოს უწოდებს ბავშვს, რომელმაც გამოცდაზე ჩაჭრის შემდეგ ამაში პროფესორი-გამომცდელი კი არა, საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს! რისთვისაც, სხვათა შორის, ღირსეული მკვახე საყვედური მიიღო პრემიერი ღარიბაშვილისგან.

- სწორედ ახლა უნდა მეკითხა - როგორ აფასებთ საქართველოში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტს?

- ბორელი თბილისში მოფრინავდა ქართველებისთვის ნოტაციების წასაკითხად, მაგრამ ფიასკო განიცადა - ღარიბაშვილმა მას ყველა დანარჩენისთვისაც სამაგალითო მასტერკლასი ჩაუტარა. ბორელის საყვედურების საპასუხოდ, აქაოდა, საქართველომ ჯერ არ შეასრულა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ყველა პირობა, არ დაძლია პოლარიზაცია, არ განახორციელა სასამართლო რეფორმა, არ უზრუნველყო მედიის თავისუფლება (წაიკითხეთ: არ გაუნაწილა ძალაუფლება სააკაშვილის რადიკალურ ოპოზიციას კოალიციური მთავრობის შექმნით და არ აპირებს ამის გაკეთებას მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგადაც; არ შეიწყალა დამნაშავეები, პირველ რიგში, სააკაშვილი; ასევე დააპატიმრა სააკაშვილის ტელეკომპანიის გენდირექტორი გვარამია, რომელიც შეიწყალა ზურაბიშვილმა), ღარიბაშვილმა მიუგო, რომ საქართველოში ყველაზე მეტად არ უყვართ უსამართლობა - როცა უკრაინას, რომელმაც არც ერთი პირობა არ შეასრულა, ავანსად მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს, რომელიც 12 მოთხოვნიდან უმეტესს აკმაყოფილებდა, ეს სტატუსი არ მიენიჭა!

- შემდეგი კითხვა ეხება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ტურნეს, რომელზეც მთავრობამ სანქცია არ გასცა, მაგრამ ამის მიუხედავად, მას ევროპელი ლიდერები ხელებგაშლილი შეხვდნენ, ხოლო თბილისში ვიზიტით ჩამოსულმა ჟოზებორელმა გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება მისი იმპიჩმენტის იდეის მიმართ. როგორ აფასებთ ამ ფაქტს?

- როგორც ქართველი ხალხის, ხელისუფლებისთვის სახეში შეფურთხებას და საქართველოს კონსტიტუციის აბუჩად აგდებას! სწორედ ასე შეურაცხჰყო კიევის ხელისუფლებამ საქართველო, როცა სააკაშვილი არ გადმოსცა და პირიქით, ქართველი დამნაშავეების არმიასთან ერთად, მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე ნიშნავდა! საქართველომ, თუ დიპურთიერთობებს არ შეწყვეტს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანასთან, რომელთა ლიდერებიც ზურაბიშვილს შეხვდნენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევით, როგორც მინიმუმ, ამ ქვეყნებიდან ელჩები უნდა გამოიწვიოს მაინც!

- და მერე რა ეშველება საქართველოს ალტერნატივო მისწრაფებას ევროატლანტიკურსტრუქტურებკენ, რაც ასევე ჩაწერილია კონსტიტუციაში?

- ეხლა კარგად მომისმინეთ, გეთაყვა: რუსეთი არის კავკასიის უპირობო ტრადიციული ლიდერი და ფარი და რაც უფრო ადრე გააკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შესაბამის დასკვნებს, მით უკეთესი იქნება მისთვის! ღარიბაშვილმა ღია კარტით ითამაშა, როდესაც პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს არავინ იცის, როგორ დასრულდება უკრაინაში კონფლიქტი და როგორი მსოფლიო წესრიგი დამყარდება ამის შემდეგ! რაც არ უნდა აკეთოს საქართველოს მთავრობამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის ტრეკზე - უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა და სხვა მიღწევები, რამდენიც არ უნდა დათმოს ბრიუსელსა და ვაშინგტონს, დასავლეთისთვის მაინც მუდამ უცხო და მიუღებელი დარჩება! ძალით თავს ვერავის შეაყვარებ - დასავლეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს თავის ნაძირლებს - სააკაშვილსა და ოპოზიციას, არ აქვს მნიშვნელობა, ერთ თვეში მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი! საქართველო ბავშვი არ არის, დაიღალა დასავლეთისთვის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოცდების ჩაბარებით, ქართველები დაიღალნენ იმის მტკიცებით, რომ ველურები და კაციჭამიები არ არიან! ამიტომ, თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას სურს არჩევნებამდე ნორმალურად მისვლა და მათი მოგება, უნდა დაეყრდნოს მის ერთადერთ საიმედო დასაყრდენს ჩრდილოეთში, რადგან ზვავი არა მხოლოდ ბუნებრივი არსებობს, არამედ პოლიტიკურიც! უმრავლესობის ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ ენის მოჩლექვით საუბარი და საფრთხის ქვეშ ივანიშვილის დაყენება - მილიარდერი პოლიტიკიდან წავიდა, კიდევ რა უნდა გააკეთოს, რომ თავი დაანებონ?! საქართველოდან წავიდეს?! რა მისი ბრალია, რომ ყველა მაინც მის სუნთქვას უსმენს?! ამის ნაცვლად „ქართული ოცნების“ ლიდერებმა უნდა გარისკონ პასუხისმგებლობის აღება, ისინი სრულებით უზრუნველყოფილი ადამიანები არიან, მათი შვილები სწავლობენ ევროპისა და აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტებში, მაქსიმუმი, რაც მათ ემუქრებათ, არის ამერიკის ელჩის ბრძანებით მათი გათავისუფლება! მერედა რა?! უწინ ქართველები სამშობლოსა და მართლმადიდებლური სარწმუნოებისთვის სიკვდილსაც არ უფრთხოდნენ! ან რუსეთთან, ან „ფარზე“, მესამე არჩევანი არ გვაქვს!

- და დასასრულ, არ შემიძლია არ დაგისვათ კითხვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ბოლო, რუსეთის მიმართ არამეგობრულ ნაბიჯებზე, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესის დაწყების, კიევის ნაცისტური რეჟიმისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის მიზნით პრემიერის მეუღლის კიევში სტუმრობის, სომხეთის ტერიტორიაზე შეერთებული შტატების მონაწილეობით სამხედრო ძალების წვრთნების ჩატარების ჩათვლით. და ყველაზე მთავარი - ფაშინიანის განცხადება, რომ სომხეთი შეცდა, როდესაც სტრატეგიული უსაფრთხოების სფეროში რუსეთეიმედებოდა, აქაოდა, დღეს რუსეთს თავად სჭირდება დაცვაო, რასაც მოჰყვა CSTO-ში სომხეთის წარმომადგენლის გაწვევა.

- ეს განცხადება ფაშინიანმა სოჭში ერდოღანის პუტინთან შეხვედრის წინა დღეს გააკეთა, რათა პუტინს სომხეთზე გული მოსვლოდა და ერდოღანისთვის ყარაბაღისა და, შესაძლოა, სომხეთის ნაწილის ოკუპაციაზეც თანხმობა მიეცა! იმავე მიზნით - სომხეთზე პუტინის გასაბრაზებლად - სომეხი ებრაელი ანა აკოფიანი გაემგზავრა უკრაინელი ებრაელის, ვლადიმერ ზელენსკის მხარდასაჭერად! ხოლო პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის 7 აგვისტოს ომი მოაწყო, რათა განრისხებულ პუტინს საქართველო დაიპყრო! ამრიგად, კრიპტოთურქი ფაშინიანის და კრიპტოსომეხი სააკაშვილის მისია შესრულდებოდა!

- ას ამბობთ! თურქეთს ყარაბაღსა ან სომხეთზე თავდასხმა სურს?!

- ერდოღანს სურს თავდასხმა და თუ ყარაბაღსა და სომხეთზე არ გამოვა, მაშინ - საქართველოზე.

- ეს ძალიან სერიოზული, პირდაპირ სენსაციური განცხადებაა, თუ არ ხუმრობთ! მოტივები?

- თურქეთში სასმელი წყალი თავრდება, სტამბოლში მხოლოდ 2 თვის მარაგია დარჩენილი. ხედავთ, საქართველო წყალში იძირება, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი მოსახლეობას თითიეული წვეთის ეკონომიისკენ მოუწოდებს! ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის წყლით მდიდარი ტერიტორიების ხელში ჩაგდება - ოკუპაცია! საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანაა, რასაც განგებ უმალავენ ქართველებს, რომ ამბიციები არ შეგვექმნას და ჯანდაბაში არ გავუშვათ აშშ, ნატო და ზედ - ევროკავშირიც! დიდი ბრიტანეთი დღეს თურქეთზე ცოტა უკეთეს მდგომარეობაშია, იქ სასმელი წყალი მოწამლული ნარჩემებით გააფუჭეს, რა ხუმრობაზე მელაპარაკებით?! ყველაფერი შეიძლება შეიქმნას და ნავთობის გარეშეც შესაძლებელია ცხოვრება, მაგრამ წყლისა და პურის გარეშე ეს შეუძლებელია! შემთხვევითი როდია, რომ წყალი, პური და ღვინო ლიტურგიის განუყრელი ატრიბუტებია, ქრისტე წყლით მოინათლა, ღვინო მისი სისხლია, პური კი - სხეული! მართლმადიდებელი საქართველოცა და რუსეთიც მდიდარია წყლით, ღვინით და პურით, ეს ბუნებრივი ისტორიული არჩევანია, მარჩიელობა არ არის საჭირო! მოკლედ, დიდი იმედი მაქვს, რომ „ქართულ ოცნებაში“ გაიღვიძებს თვითგადარჩენის ინსტინქტი და ის არ გაიზიარებს ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ ბედს. ხოლო ერდოღანი, როცა ქვეყანაში წყალი თავდება და თურქული ლირა ლამის მაკულატურად იქცა, ყველაფრისთვის მზად არის! თურქეთი, რუსეთთან ერთად, არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი (რუსეთი ლიდერობს საქართველოდან ექსპორტში, თურქეთი ლიდერობს საქართველოში იმპორტით) და გაჭირვება, რომელსაც თურქეთის ეკონომიკა განიცდის, რა თქმა უნდა, აისახება საქართველოზეც. უკვე აისახა - თურქეთმა შეწყვიტა მედიკამენტების იაფად მიწოდება საქართველოსთვის.

- კი, მაგრამ სოჭში პუტინისა და ერდოღანის შეხვედრაზე სიტყვაც არ თქმულა ყარაბაღში არსებულ, ვითარებაზე, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან გამწვავდა...

- პუტინი თამაშობს ღია კარტებით, მათ შორის გეოგრაფიულითაც. ერდოღანი მიახვედრეს, რომ კავკასიაში ომი არ იქნება, არც იოცნებო, და აქ განსახილველიც არაფერია, რუსეთი სომხეთს არ დატოვებსო! თურქეთი ხომ ნატოს ფორპოსტია რეგიონში, ამიტომ აქ ნატოს შემოსვლის შემთხვევაში, ეს იქნება თურქული ასკერი! სწორედ ამიტომ, ახლახან ერდოღანმა, თურქეთის ევროკავშირში მიღების დაპირების საპასუხოდ, განაცხადა, რომ მხარს უჭერს ნატოს - "რეგიონში უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიის" გაფართოებას აღმოსავლეთით, ანუ თურქეთის გაფართოებას აზერბაიჯანის (ყარაბაღი) სომხეთისა და საქართველოს ხარჯზე! თუმცა, პუტინმა სოჭში ერდოღანს მიანიშნა, რომ თუ თურქეთი არ დაწყნარდება, რუსეთი მას სირიიდან და ლიბიიდან გააძევებს. სხვათა შორის, თურქეთის ექსპორტი ლიბიაში დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარია. სწორედ ამიტომ, ერდოღანმა თავიც კი დაამდაბლა სოჭში გამგზავრებით (თუმცა თავიდან აცხადებდნენ, რომ პუტინი ანკარაში ჩაფრინდებოდა), რათა მონაწილეობა მიეღო პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ გავლენის სფეროების გადანაწილებაში - მოგეხსენებათ, „ვაგნერი“ აკონტროლებდა ვითარებას ბიზნესში ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რიგ ქვეყნებში.

- ერდოღანს, როგორც ცნობილია, პრაქტიკულად უარი უთხრეს მარცვლეულის გარიგების განახლებაზე, უღარიბესი ქვეყნებისთვის გარკვეული რაოდენობის მარცვლის გადამუშავების გამოკლებით...

- რუსეთი, პრინციპში, არ არის უკრაინის მიერ მარცვლეულის ექსპორტის წინააღმდეგი, მაგრამ მარცვლეული უკრაინის ექსპორტის უმნიშვნელო ნაწილია! რატომ არავინ დაინტერესდა იმით, რომ ომში მყოფმა ქვეყანამ, რომელსაც აშშ-სა და ევროპის დოტაციაზეა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ოქროს რეზერვი 32 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა, რითაც ბოლო 10 წლის განმავლობაში პიკს მიაღწია?! როგორ არის ეს შესაძლებელი? ეგებ, ოქრო და სხვა იშვიათი ლითონები თურქეთში უკრაინიდან იმ „მარცვლეულით“ დატვირთულ გემებით შედის, უკან კი იარაღით ბრუნდება?!

რაც შეეხება ერდოღანისა და ფაშინიანის გეგმებს, რომელსაც შესაძლოა სააკაშვილზე უარესი ხვედრი ელოდეს, მათ რამდენიმე მოცემულობა ვერ გათვალეს. პირველი - ის, რომ შთამბეჭდავი უცხოური სომხური დიასპორა - აშშ-ში, საფრანგეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ სომხურ დიასპორაზე რუსეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ძირითადად გენოციდის მსხვერპლთა შთამომავლები არიან და კატეგორიულად არ წაახალისებენ ფაშინიანის პროთურქულ ფანტაზიებს! მეორე მოცემულობა ისაა, რომ სომხები სომხეთში ერთიანნი არიან, ჩვენგან, ქართველებისგან განსხვავებით, დასავლურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ამერიკის საელჩომაც კი ვერ შეძლეს მათი ერთმანეთისთვის წაკიდება. სომხები სომხეთში, რაც არ უნდა უჩიოდნენ რუსებს, როცა საქმე სამშობლოს ეროვნულ ინტერესებზე მიდგება, ცალსახად რუსეთთან მარადიული და ურღვევი ალიანსის მომხრენი არიან, დანარჩენი ყველაფერი - თამაში და ემოციებია! ამიტომ, სანამ ეს თაობები ცოცხლები არიან, აშშ სომხეთში რუსეთს ვერ ჩაანაცვლებს! და არ არც მშვიდობიანი თანაცხოვრება იქნება აზერბაიჯანელებთან ყარაბაღში - შესაძლოა, შემდეგ, ოც წელიწადში რაღაც შეიცვალოს. სხვათა შორის, სომხეთის პოლიტიკურ ელიტაში უწინდებურად ბევრია ყარაბაღელი, ახალი სახეები ახლა ჩნდება, ამიტომ ფაშინიანი ამჟამად მხოლოდ აშშ-ის საელჩოს ეყრდნობა. და მესამე მიზეზი, როგორც უკვე ვთქვი, არის რუსეთის განცხადება, რომ სომხეთს არასდროს არავის დაუტოვებს.

მთელ ამ სიტუაციაში ყველაზე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ერთის მხრივ, მან მიაღწია ყველაფერს - ფაშინიანმა აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც აქვს წყალიც, ნავთობიც, ღვინოც კი, თუნდაც არა ისეთი, რაც ქართველებს! ამიტომ ბაქოს ახლა გამწვავება არაფერში არ სჭირდება. მეორეს მხრივ, ალიევი დავალებულია "ძმისგან" ერდოღანისგან მოგებულ ომში მხარდაჭერისთვის, მაგრამ მისი ექსპანსისტური გეგმების შემდგომი მხარდაჭერა სომხეთის წინააღმდეგ ნიშნავს პუტინის წყენინებას, თანაც ალიევი არ აპირებს ასეთი გაჭირვებით მოგებული ყარაბაღის ერდოღანისთვის საბოლოოდ დათმობას!

წყარო: NEWS FRONT

2023 წლის 10 სექტემბერი
საქართველო, თბილისი