უცხოეთი
დღეიდან აშშ-ისა და სომხეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები იწყება

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. სომხეთში დღეიდან აშშ-ისა და სომხეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები იწყება. წვრთნები სახელწოდებით „პარტნიორი არწივი 2023“ 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.

როგორც სომხური მედია წერს, სწავლებები სამშვიდობო ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრების ბაზაზე ჩატარდება და მიზნად ისახავს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადებას.

აშშ-სა და სომხეთის ერთობლივი წვრთნების ჩატარებას მოსკოვში ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვში მწუხარებას იწვევს სომხეთის განზრახვა, ამერიკელებთან ერთად ჩაატაროს სამხედრო სწავლებები.

„რა თქმა უნდა, არაფერ კარგს არ ვხედავთ იმაში, რომ ნატო-ს წევრი აგრესიული ქვეყანა ცდილობს სამხრეთ კავკასიაში შეღწევას. არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმესთვის კარგის მომტანი იყოს, მათ შორის თავად სომხეთისთვის“, – განაცხადა ლავროვმა.

1tv.ge