აქტუალური
საქართველოში რუსული ხორბალი რამდენიმე დღეში შემოვა

xorbali1ეს შესაძლებლობა ქართველ ტრეიდერებს 1 ივლისიდან რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ მიეცათ. რუსეთის მთავრობის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ქართველმა ტრეიდერებმა რუსულ მხარესთან მოლაპარაკება განაახლეს. ამ დროისთვის 20-30 ათასი ტონა ხორბლის იმპორტზე ხელშეკრულებები უკვე დადებულია.

საქართველო ყოველწლიურად 800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ემბარგოს გამოცხადებამდე საქართველოში მოხმარებული ხორბლის 75% სწორედ რუსეთიდან შემოტანილზე მოდიოდა, 12% – ადგილობრივ ხორბალზე, დანარჩენი – ყაზახეთსა და უკრაინაზე. მიმდინარე წელს კი, საქართველოში მოყვანილი ხორბლის მოსავლის პროგნოზის შესაბამისად, მისი წილი 20%-მდე გაიზრდება.

ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში წელს ხორბლის უკეთესი მოსავალია, რაც შარშანდელთან შედარებით ხორბალზე ფასის შემცირებას შეუწყობს ხელს, ამ შანსს კიდევ უფრო ზრდის რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე ემბარგოს მოხსნაც.

 

საქინფორმი