საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა გურიაში დღეის მდგომარეობით. ჩემი დავალებით მობილიზებულ იქნა ყველა სახელმწიფო უწყება. აქვე მინდა განვმარტო, რომ სტიქიური კერები იყო 22 ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთში, ლანჩხუთში 15-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი, სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი.
ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს თხოვნით მიმართა, რომ მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს.
„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა გურიაში დღეის მდგომარეობით. ჩემი დავალებით მობილიზებულ იქნა ყველა სახელმწიფო უწყება. აქვე მინდა განვმარტო, რომ სტიქიური კერები იყო 22 ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთში, ლანჩხუთში 15.
დღეის მდგომარეობით ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 11 ლოკაციაზე წერტილოვნად არის ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვა. სტიქიის პირველივე დღიდან გურიის რეგიონში სამაშველო ღონისძიებაში 200 მაშველი იყო მობილიზებული და ჩართული. ჯამში უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია 142 ადამიანი.
გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი. სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი. აქვე მინდა თხოვნით მივმართო ამ ოჯახებს, რომ აუცილებელია ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება. აუცილებელია მათი დროებით გადაყვანა უფრო უსაფრთხო ადგილას. ამიტომ, მივმართავ ოჯახებს, რომ მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს. ასევე გეტყვით, რომ მუნიციპალიტეტის მიერ სასტუმროებში განთავსებულია 110 მოქალაქე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.