აქტუალური
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებიული ინფორმაციის თანახმად, იგი კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების დარგში მიკროეკონომიკურ აღწერას ატარებს.
კვლევის შედეგად საქსტატი აღნიშნული დარგის საწარმოების (ორგანიზაციების) შესახებ მიიღებს ან დააზუსტებს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა: იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, საკუთრების ფორმა, საქმიანობის სახე, პარტნიორი ქვეყანა, ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და ა.შ. გამოკვლევას ექვემდებარება ზემოხსენებული დარგის საწარმოები.აღწერა მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნული გამოკვლევის საფუძველზე განხორციელდება ბიზნესრეგისტრის აქტუალიზაცია.
საქინფორმი