საზოგადოება
სანდრა რულოვსი: მე და მიშა ერთად აღარ ვართ

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. სანდრა რულოვსმა კლინიკა „ვივამედში“ დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

„ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ“, – წერს სანდრა რულოვსი.