უცხოეთი
„ჰამასის“ ლიდერი აცხადებს, რომ ტყვეთა გაცვლის საკითხი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გადაწყდება

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე ამბობს, რომ ტყვეთა გაცვლის საკითხი მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გადაწყდება.

„მხარეები, რომლებიც დაგვიკავშირდნენ, გვთავაზობენ შუამავლობას ტყვეთა გაცვლის გზით მძევლების გათავისუფლებაში, ისინი ინფორმირებული არიან ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ“, – თქვა ჰანიემ.

„ჰამასის“ ლიდერი აქებს ღაზაში მცხოვრებლების გამძლეობას და მზადყოფნას, გასწირონ თავი პალესტინისთვის და ამბობს, რომ ისრაელის არმიის მიერ ამჟამად განხორციელებული თავდასხმები ღაზაში საპასუხო დარტყმებით არის „მისი დამარცხების სირცხვილის“ ანარეკლი.

1tv.ge