უცხოეთი
„სიენენი“ - ჯო ბაიდენს ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას არ მოუწოდებია ღაზაში შესვლისგან თავის შეკავებისკენ

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას არ მოუწოდებია ღაზაში შესვლისგან თავის შეკავებისკენ, – ამის შესახებ „სიენენი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

ტელეკომპანიის ცნობით, მაღალჩინოსანი ორი ლიდერის სატელეფონო საუბრის დეტალებს იცნობს.

„სიენენის“ ინფორმაციითვე, ეს ორი ქვეყნის ლიდერების რიგით მესამე სატელეფონო საუბარია მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მხარდაჭერის, პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ერთად კოორდინირებული ძალისხმევის საკითხები განიხილეს, რომლითაც შესაძლებელი უნდა გახდეს ტერორიზმის წინააღმდეგ ისრაელის დაცვა.

1tv.ge