უცხოეთი
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ტექნიკა ისრაელში ჩავიდა

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ტექნიკა ისრაელში ჩავიდა.

მედიის ცნობით, პირველი თვითმფრინავი ამერიკული სამხედრო აღჭურვილობით ცოტა ხნის წინ დაეშვა სამხრეთ ისრაელში, ნევატიმის საავიაციო ბაზაზე.

„ომის დროს ჩვენს სამხედროებს შორის თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

1tv.ge