პუბლიკაციები
ჯონ კირბი: უკრაინის დახმარების საკითხში, ჩვენ „თოკის ბოლოს“ ვუახლოვდებით

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის დახმარება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

რთულია სამომავლო გრძელვადიან დახმარებაზე ილაპარაკო მაშინ, როცა უკვე ,,თოკის ბოლოს” უახლოვდები და ჩვენ ნამდვილად ვუახლოვდებით ,,თოკის ბოლოს” უკრაინის დახმარების საკითხში. კიდევ დამატებით 200 მლნ დოლარი გამოვყავით, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება”, – განაცხადა ჯონ კირბიმ.