პუბლიკაციები
საქართველოში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში ალიევი ბიშკეკში პუტინს ხვდება

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში ვიზიტიდან რამდენიმე დღეში აზერბაიჯანის პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ხვდება. ილჰამ ალიევი ბიშკეკში დსთ-ის სამიტის ფორმატში იმყოფება, სადაც ასევე ჩავიდა ვლადიმერ პუტინი.

საინტერესოა ის, რომ საქართველოში ვიზიტის დროს ალიევს ღარიბაშვილმა შესთავაზა, რომ სომხეთთან მოლაპარაკებაში შუამავალი სწორედ საქართველო ყოფილიყო, თუმცა შეთავაზებაზე სომხეთის პრემიერმა უარი თქვა და განაცხადა რომ შუამავალი ევროკავშირი და საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს.

ალიევი ერთდღიანი ვიზიტით თბილისში 8 ოქტომბერს იმყოფებოდა.