უცხოეთი
ჯეიკ სალივანი - ღაზის კონფლიქტის ესკალაციის, ჩრდილოეთით მეორე ფრონტის გახსნისა და ირანის ჩართულობის რისკი არსებობს

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. რსებობს ღაზის კონფლიქტის ესკალაციის რისკი, ჩრდილოეთით მეორე ფრონტის გახსნის და რა თქმა უნდა, ირანის ჩართულობის რისკი, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

სალივანის თქმით, სწორედ კონფლიქტის ესკალაციის საფრთხის გამო მიიღო აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ავიამზიდის გაგზავნის გადაწყვეტილება.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ მარიონეტული ძალებით. ლიბანური „ჰეზბოლა“, ირანის მარიონეტული ძალა იქ არის – თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობებით და ისრაელის სახელმწიფოზე თავდასხმის ისტორიით. სინამდვილეში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახეთ შეტაკებები ჩრდილოეთ საზღვარზე, რაც მხოლოდ ზრდის ესკალაციის რისკს. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ირანი რაიმე გზით პირდაპირ ჩაერთოს დაპირისპირებაში, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველა შესაძლო სიტუაციისთვის“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

1tv.ge