უცხოეთი
პუტინი: თვითმფრინავებით შავი ზღვის საჰაერო სივრცის ნეიტრალური ზონის პატრულირებას ვიწყებთ

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ავიაგამანდგურებლები შავი ზღვის ნეიტრალურ ზონაში საჰაერო სივრცის მუდმივ პატრულირებას დაიწყებენ. ამის შესახებ მან პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

პუტინმა აღნიშნა, რომ ავიაგამანადგურებლები შეიარაღებული იქნებიან კინჟალის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებით.

"ეს მუქარა არაა, რასაც ახლა ვიტყვი. ჩემი განკარგულებით, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალები იწყებენ შავი ზღვის თავზე საჰაერო სივრცის ნეიტრალურ ზონაში მუდმივ პატრულირებას. ჩვენი თვითმფრინავები, МиГ-31-ები შეიარაღებული იქნება კინჟალის კომპლექსებით". – თქვა პუტინმა.

აქამდე პუტინი ირწმუნებოდა, რომ "აშშ უფრო და უფრო ერთვება" უკრაინის ომში და უკმაყოფილება გამოთქვა ფაქტზე, რომ ისრაელის მოვლენებთან დაკავშირებით ვაშინგტონმა ხმელთაშუა ზღვაში ავიაგამანადგურებლებით დატვირთული ავიამზიდები გაგზავნა.

პუტინმა პრესკონფერენციაზე გაიმეროა, რომ მისი სიტყვები "არაა მუქარა" და დაამატა, რომ "რუსეთი თვალს ადევნებს ხმელთაშუა ზღვაში არსებულ სიტუაციას".

tabula.ge