პოლიტიკა
ეს დაპირება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა კოალიციის („კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“) წარმომადგენლებს მისცა, რომელთაც დახურულ შეხვედრაზე ელჩს ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდეს.
ევროკავშირის ელჩი კოალიციის წევრებს დაჰპირდა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან დღეისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე ფოტორეპორტიორების საქმეს განიხილავს.
კოალიციის წარმომადგენლები დღეს საქართველოშ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჯონ ბასს შეხვდებიან. მათი თქმით, ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით, ასევე, შეხვედრის სურვილი აქვს გერმანიის ელჩს საქართველოში.
საქინფორმი