უცხოეთი
ვიქტორ ორბანი - ჩნდება რაღაცები, რაც საბჭოთა დროს გვახსენებს, ჩვენ უნდა გვეცეკვა მელოდიაზე, რომელსაც მოსკოვი უსტვენდა, ბრიუსელიც უსტვენს, მაგრამ ისე ვცეკვავთ, როგორც გვინდა, თუ არ გვინდა, არ ვცეკვავთ

 საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის წევრობა საბჭოთა ოკუპაციას შეადარა. ამის შესახებ მან უნგრეთის 1956 წლის ანტისაბჭოთა რევოლუციის წლისთავის აღსანიშნად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვის გამსოვლის დროს განაცხადა.

ორბანის თქმით, ევროკავშირი ცდილობს, იდენტობა წაართვას უნგრეთს ლიბერალური დემოკრატიის მოდელის დაწესებით, რაც, მისივე თქმით, უნგრელებისთვის მიუღებელია.

„დღეს ჩნდება რაღაცები, რაც საბჭოთა დროს გვახსენებს. დიახ, ხდება, რომ ისტორია მეორდება. საბედნიეროდ, ის, რაც ოდესღაც ტრაგედია იყო, ახლა საუკეთესო შემთხვევაში კომედიაა. საბედნიეროდ, ბრიუსელი არ არის მოსკოვი. მოსკოვი ტრაგედია იყო, ბრიუსელი უბრალოდ თანამედროვე ცუდი პაროდიაა. ჩვენ უნდა გვეცეკვა იმ მელოდიაზე, რომელსაც მოსკოვი უსტვენდა. ბრიუსელიც უსტვენს, მაგრამ ჩვენ ისე ვცეკვავთ, როგორც გვინდა და თუ არ გვინდა, მაშინ არ ვცეკვავთ!“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

1tv.ge