უცხოეთი
ემანუელ მაკრონი ნეთანიაჰუს - მე გთავაზობთ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციურმა ძალებმა, „ჰამასის“ წინააღმდეგაც იბძოლოს

 საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. გთავაზობთ, რომ კოალიციურმა ძალებმა „ჰამასის“ წინააღმდეგ იბრძოლოს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრისას განუცხადა.

„მე გთავაზობთ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციურმა ძალებმა, „ჰამასის“ წინააღმდეგაც იბძოლოს. საფრანგეთი, რომელიც მონაწილეობს სამხედრო ოპერაციებში ერაყსა და სირიაში, მზადაა „ჰამასის“ წინააღმდეგაც იბრძოლოს.

ტერორიზმი საფრანგეთისა და ისრაელის საერთო მტერია“, - განუცხადა მაკრონმა ნეთანიაჰუს.

მაკრონმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ ისრაელი პალესტინასთან კონფლიქტს პოლიტიკურად მიუდგება.

interpressnews.ge