უცხოეთი
ირანელი გენერალი - ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში ღაზის დრაკონი ისრაელის არმიას შთანთქავს

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში ღაზის დრაკონი ისრაელის არმიას შთანთქავს, – ამის შესახებ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა, ჰოსეინ სალამიმ განაცხადა.

ირანელი გენერლის თქმით, მოწინააღმდეგეებს პალესტინაში, საჰაერო დაბომბვების გარდა, არაფერი შეუძლიათ.

„ღმერთი სასწაულებს ახდენს ყველა ეპოქაში და ახლა ღაზა არის მოსეს ჯოხი. თუ ისრაელელები ღაზაში შევლენ, ის მათ შთანთქავს და იქ დაკრძალავენ“, – აღნიშნა ჰოსეინ სალამიმ.

ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ასევე თქვა, რომ მუსლიმთა რისხვა ერთ დღეს უკუშედეგს მოიტანს სიონისტებზე და მათ დასავლელ მხარდამჭერებზე. ჰოსეინ სალამიმ მოუწოდა აშშ-ს, შეაჩეროს ისრაელის შეტევა, ვიდრე გვიან არ არის.

1tv.ge