აქტუალური
სანამ არსებული ხელისუფლება ქვეყნის სათავეშია, კონკორდატის გადახედვა არ მოხდება

bakradzდიდი სჯა-ბაასის, მკვეთრი დაპირისპირებისა და საკითხის სხვა თემებით გადაფარვის მცდელობის უშედეგოდ დამთავრების შემდეგ, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ საპატრიარქოს უგულებელყოფის პოლიტიკა დაასრულა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის მტკიცებით, სანამ არსებული ხელისუფლება ქვეყნის სათავეშია, ქართულ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმების გადახედვა არანაირი ფორმით არ მოხდება და მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული ადგილი ექნება საქართველოში.

როგორც ბაქრაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „საქართველოში არსებობს ძირითადი ფუნდამენტური ღირებულება – ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი აქვს ქართულ სახელმწიფოში და ეს ასე იქნება მანამდე, სანამ ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში იქნება“.

ამასთან, ბაქრაძემ ისიც აღნიშნა, რომ „სამოქალაქო კოდექსში“ შესული ცვლილებები ქონებრივ ვალდებულებებს არ შეიცავს და ქონების საკითხის ამ ინიციატივაზე ავტომატურად მიბმა დაუშვებელია. მისი თქმით, „საკონსტიტუციო შეთანხმებით საეკლესიო ქონების განკარგვა გადაცემული აქვს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და ეს არის თემა, სადაც ეკლესიის პოზიცია იქნება განმსაზღვრელი“.

 

საქინფორმი