საზოგადოება
პარლამენტმა მოქალაქეობის პროცედურის გამარტივების თაობაზე ცვლილება მიიღო

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის პროცედურის დახვეწასა და გამარტივებას. დოკუმენტი საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და ის პარლამენტს 2023 წლის ივნისში წარედგინა.

ცვლილების თანახმად, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობენ 5 და მეტი წლის განმავლობაში, მიეცემათ შესაძლებლობა, საამისოდ დადგენილი სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოიპოვონ საქართველოს მოქალაქეობა. მანამდე კანონით მოქალაქეობის არმქონე პირებს ქვეყნის ტერიტორიაზე 10 ან მეტი წელი უნდა ეცხოვრათ.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას უზრუნველყოფს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“.