საზოგადოება
მარნეულში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. 31ოქტომბერს, მარნეულში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. პალესტინის მხარდამჭერი აქცია მარნეულში „აზერბაიჯანის სახლის“ მიმდებარე პარკში დაიწყო. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ იმამ ალის მეჩეთის (წითელი მეჩეთის) ახუნდი ჰაჯი ჰაჯიევი და კავკასიის მუსლიმანთა სამმართველოს წარმომადგენელი საქართველოში ალი ალიევი.

აქცია მედიასაშუალება Aktual.ge-მ პირდაპირ ეთერში გააშუქა. სიტყვით გამოსვლისას ჰაჯი ჰაჯიევმა აქციის მიზნების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე თავდასხმის შესახებ დუმილი ისრაელის მხარდაჭერის მაჩვენებელია.

ძვირფასო მორწმუნე ძმებო და დებო აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ დაახლოებით 7 ოქტომბრიდან დაწყებული, საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციების მიუხედავად დანაშაულებრივი ქმედებების ჩამდენი, სიონისტი ისრაელის რეჟიმზე ხმა ამოვიღოთ. დაჩაგრული პალესტინის მოსახლეობის წინააღმდეგ, ადამიანობის წინააღმდეგ დაწყებული წამების გამო ხმის ამოსაღებად ვართ აქ, ამ აქციაზე. ალი ალეჰისალამის (წინასწარმეტყველი მუჰამედის სიძის, შიიტთა პირველი იმამის) ერთ-ერთი ნათქვამია, რომ თუ სასტიკის მიერ ჩადენილ სისასტიკეს ხელს ვერ უშლი, შეეცადე, რომ ეს ამბავი გაასაჯაროოო. შეიძლება აქ ცოტანი ვართ, მაგრამ ღმერთი წმინდა ყურანში ამბობს, რომ თქვენი 10 მომთმენი, მიმართული პირი, მაგათ 100 კაცს უტოლდებაო. თქვენი 100 მაგათ 1 000 უდრისო. დღეს ჩვენ ვხედავთ რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ რეაგირებენ და ესენი აგრძელებენ დანაშაულის ჩადენას. ვიმედოვნებთ, რომ ღმერთი დაასრულებს მალე ამ სისატსიკეს. დედამიწაზე ჭეშმარიტება აღსდგება. იმ მოსახლეობას რომელიც იქ დაჩაგრულნი არიან ღმერთისაგან მოთმინებას ვითხოვთ“, - განაცხადა იმამ ალის მეჩეთის (წითელი მეჩეთის) ახუნდმა ჰაჯი ჰაჯიევმა

ჰაჯიევის სიტყვის შემდეგ ყურანიდან აიათები წაიკითხეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს კავკასიის მუსლიმანთა სამმართველოს წარმომადგენელმა საქართველოში ალი ალიევმა მიმართა. ალიევმა საკუთარ მიმართვაში გააკრიტიკა და ტერორისტული სახელმწიფო უწოდა ისრაელს, აშშ-ს, გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს, ბრიტანეთს, ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო ყველას ვუხდით მადლობას რომ მიიღეთ ეს მოწვევა და მობრძანდით აქციაზე. მთავარი ის კი არ არის ცოტანი ვართ თუ არა აქ, მთავარია რომ შინაგანი წუხილი გამოვთქვათ, ეს არის მნიშვნელოვანი. უკვე მესამე კვირაა ყველა ვხედავთ სიონისტი ისრაელის რეჟიმის მიერ ღაზაში ჩადენილ დანაშაულს. ეს სამი კვირის ამბავი არ არის. ისრაელი სულ ჩადიოდა დანაშაულებრივ ქმედებებს ღაზას ტერიტორიაზე, მაგრამ ახლა ის მარტო აღარაა. ამაში მსოფლიოს ნომერ პრიველი ტერორისტული ქვეყანა აშშ, ევროპის ქვეყნები, ნატო, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ბრიტენეტი ერთად არამხოლოდ პალესტინაში, ღაზაში, არამედ წლებია ერაყში, არაბეთში, სირიაში, იემენში, ლიბიაში ჩადიან ამ დანაშაულებებს. ჩვენ მუსლიმებმა ყველამ უნდა ვიცოდეთ თუ რატომ აკეთებენ ისინი ამას. ისინი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ტერორისტები არიან. სხვა ქვეყნებში რამე რომ მოხდეს ეგრევე აზრს გამოთქვამენ, დღეს მსოფლიოს დისციპლინა იცვლება. სისტემა იცვლება. ღმერთი ძალას აძლევს ჰამასის ხალხს რომ იბრძოლონ და ასე გააგრძელონ. ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ჩვენ. 2 მეჩეთი ნებისმიერი მუსლიმისთვის მნიშვნელოვანია. გუდსი როცა იქნება თავისუფალი მაშინ მოევლინება მე-12 იმამი დედამიწაზე და აღსდგება ჭეშმარიტება. მუსლიმებმა რაც შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ, ზოგი სიტყვით, ზოგი წერით, როგორც შეგვიძლია. მიკვირს, დღევანდელი აქციის სხვადასხვა ქვეყნებთან დაკავშრიება აბსურტია. ეს არის ჩვენი შინაგანი წუხილი და იმიტომ ვართ აქ შეკრებილნი რომ სათქმელი ვთქვათ. ამერიკა, ისრაელის რეჟიმი უბრალოდ ვერ აღიარებს დამარცხებას. ესენი პატარა ქვეყნებს აჩვენებდნენ თავიანთ ძალას და მათი ძალეის უკვე აღარავის სჯერა. მსოფლიომ გაიგო რომ ესენი უძლურები, მშიშრები არიან. რამდენიმე დღის წინ, ბაიდენი, მაპატიეთ და ის ბებერი მოხუცი, იმპერიალიზმის მეთაური, მსოფლიოში მუსლიმების სიკვდილში მისი ხელია ჩადებული ასევე ევროპული ქვეყნების, ნატოს წევრების ხელიც ურევია ამაში. ბაიდენმა თქვა, ჩვენ რუსეთზე და ღაზაზე გავიმარჯვებთო. მე კი აქედან ვამბობ რომ ვერ გაიმარჯვებთ, ორივეგან დამარცხებულები ხართ, დამარცხდებით კიდევაც. ისლამის ძალები სულ იმარჯვებდა თქვენზე და ასეც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით აქ მონაწილეობისთვის. ორგანიზატორებსასც ვუხდი მადლობას“, - განაცხადა კავკასიის მუსლიმანთა სამმართველოს წარმომადგენელმა საქართველოში ალი ალიევმა.