უცხოეთი
ჯო ბაიდენი ისრაელი-ჰამასის კონფლიქტზე - საჭიროა პაუზა, რაც ნიშნავს ტყვეების გასათავისუფლებლად დროის მიცემას - სიტუაცია წარმოუდგენლად რთულია

 საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტში პაუზის მოწოდებით გამოდის, რათა მძევლების გათავისუფლების შესაძლებლობა გაჩნდეს.

"ვფიქრობ, გვჭირდება პაუზა. პაუზა ნიშნავს, ტყვეების გასაყვანად დროის მიცემას," - აღნიშნა ბაიდენმა.

მოგვიანებით თეთრმა სახლმა განმარტა, რომ პრეზიდენტი გულისხმობდა ჰუმანიტარულ დახმარებას და „ჰამასის“ მიერ დაკავებულ 240 მძევალს.

ჯო ბაიდენის თქმით, სიტუაცია "წარმოუდგენლად რთულია" როგორც ისრაელისთვის, ასევე მუსლიმური სამყაროსთვის.

”მხარი დავუჭირე ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას, თავიდანვე მხარს ვუჭერ ამას. საქმე ის არის, რომ „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა, აშკარა ტერორისტული ორგანიზაცია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

interpressnews.ge