საზოგადოება
უკრაინა კონფლიქტში ვერ გაიმარჯვებს - ილონ მასკი

 საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. კიევი ვერ შეძლებს მიმდინარე კონფლიქტში გამარჯვებას, აცხადებს ამერიკელი მეწარმე ილონ მასკი.

უფრო ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კონტრშეტევის დროს უკრაინას უზარმაზარი დანაკარგი ჰქონდა.

„სამწუხაროდ, ეს ანალიზი სწორია", - დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ში მილიარდერი დევიდ საქსის პოსტის საპასუხოდ.

საქსმა ჟურნალ Time-ში ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ გამოქვეყნებული სტატია გააანალიზა.

მასალაში ნათქვამია, რომ მიმდინარე კონფლიქტი უკრაინისთვის „წამგებიანი", ხოლო კიევის სამხედრო მიზნები არარეალურია. ასევე აღნიშნულია, რომ ზელენსკის არ შეუძლია აღიაროს ფრონტზე არსებული რეალური ვითარება და არ სურს რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების განხილვა.