საზოგადოება
საფრანგეთის სენატის წევრი: გვჭირდება საქართველო ჩვენს ოჯახში

 საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ვფიქრობ, კარგი გადაწყვეტილება იყო, რომ საქართველო შემოუერთდა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას და კარგი იქნება, საქართველო ევროკავშირშიც თუ შემოგვიერთდება, ამისთვის რომ მოვემზადოთ, ეს ალბათ გარკვეულ დროს მოითხოვს, – ამის შესახებ საფრანგეთის სენატის წევრმა, დიდიერ მარიმ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა.

„მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, ღიად განვაცხადოთ, რომ პატივს ვცემთ წესებს. გეოსტრატეგიული მიზეზების გათვალისწინებით, გვჭირდება საქართველო ჩვენს ოჯახში, იქნება ეს რამდენიმე თვესა თუ რამდენიმე წელში. ასე რომ, თქვენ შეასრულეთ დავალება, რომელიც საჭიროა გაწევრიანებისთვის და ჩვენ თქვენს მისწრაფებას მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა საფრანგეთის სენატის წევრმა.