საზოგადოება
კრისტიან პრედა: მოვუწოდებ ყველას, თავიდან ავიცილოთ შეცდომა, რაც დაშვებული იქნა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში

 საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. მოვუწოდებ ყველას, თავიდან ავიცილოთ შეცდომა, რაც დაშვებული იქნა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში, – ამის შესახებ ყოფილმა ევროპარლამენტარმა, ბუქარესტის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, კრისტიან პრედამ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2008 წელს საქართველო და უკრაინა რომ გამხდარიყვნენ ნატო-ს წევრები, თავიდან იქნებოდა აცილებული რუსეთის აგრესია თავდაპირველად საქართველოში და შემდგომ უკვე – უკრაინაში.

2008 წელს იყო გადამწყვეტი მომენტი არა მარტო საქართველოსა და უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის. 2008 წელს ეს ორი ქვეყანა რომ გამხდარიყვნენ ნატო-ს წევრები, თავიდან ავიცილებდით რუსეთის აგრესიას თავდაპირველად 2008 წელს, საქართველოში და შემდგომ უკვე – უკრაინაში. ომმა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკაში ბევრ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანას გაუმარტივა ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია. სწორედ ომის შიში იყო, რამაც ხელი შეუწყო ამ გაფართოებას. საქართველო და უკრაინა, რომლებიც არიან რუსული აგრესიის მსხვერპლნი, სამწუხაროდ, ვერ გახდნენ ნატო-ს წევრები. მოვუწოდებ ყველას, რომ თავიდან ავიცილოთ ის შეცდომა, რაც დაშვებული იქნა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში. იმედი მაქვს, ევროკავშირი არ დაუშვებს მსგავს შეცდომას“, – განაცხადა კრისტიან პრედამ.