საზოგადოება
პრეზიდენტი საფრანგეთში გაემგზავრა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

 საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში გაემგზავრა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა თავად განაცხადა, პარიზში, მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც საქართველოს პრემიერიც დაესწრება. ზურაბიშვილის თქმით, ეს იქნება დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვალ საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოსა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით ნებართვისთვის მთავრობისთვის არ მიუმართავს. პრეზიდენტის ვიზიტს აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში.