საზოგადოება
ემანუელ მაკრონი: ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულებას დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ სჭირდება დამტკიცება

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულებას დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ სჭირდება დამტკიცება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენ გვერდით“, – წერს ემანუელ მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნულ ტექსტს ქართულად წერს და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ამასწინანდელი შეხვედრისას გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

9 ნოემბერს საფრანგეთში, ელისეს სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა.