სამართალი
როგორც საქინფორმის კორესპონდენტი აქციის ადგილიდან იტყობინება, ზუგდიდელი ჟურნალისტები დაკავებულ ფოტორეპორტიორთა საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნასა და გამოძიების გამჭვირვალობას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე გასულ კვირას დააკავეს. ნათია გედენიძე გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, დანარჩენი სამი კი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
საქინფორმი