აქტუალური
ნიკა მელია: IRI-ს კვლევაში 40% ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს ხმას, ეს არის კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მმართველობის შედეგი

 საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. IRI-ს კვლევაში 40% ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს ხმას, თითქმის 10%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის შემოდგომაზე, ეს არის კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მმართველობის შედეგი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსლეში წერს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი პრობლემა, ბარიერი, რომელიც გამარჯვებისათვის ბრძოლაში გვიშლიდა ხელს, იყო ნეგატიური რეიტინგი, ხალხი, რომელიც ამობდა, რომ ამ პარტიას არასოდეს მისცემს ხმას.

ამის შეცვლას ვცდილობდით, ამ ნეგატივის შემცირებას და ახლა IRI-ს კვლევაში 40% ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს ხმას, თითქმის 10%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის შემოდგომაზე.

მობეზრდა ვინმეს კეზერაშვილზე და მერაბიშვილზე ლაპარაკი თუ არა, ეს არის მათი მმართველობის შედეგი, მათი პარტიის მმართველობაში ყოფნის შედეგი.

ამ განწყობის არსებობა, მით უმეტეს, ამ განწყობის ზრდა, თუ ვინმეს აძლევს ხელს, აძლევს ხელს „ოცნების“ პროპაგანდას“, – წერს მელია.