სამართალი
უკრაინაში ბრძოლის დროს „ქართული ლეგიონის“ ორი წევრი დაიღუპა, ცხრა კი დაიჭრა

 საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ეთნიკური ქართველი მოხალისეებისგან დაკომპლექტებულმა „ქართულმა ლეგიონმა“ განაცხადა 16 ნოემბერს, რომ დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს „ქართული ლეგიონის“ ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი, დაიღუპა.

ამავე ინფორმაციით, დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. „ქართული ლეგიონი“ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.