საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკომ სომხეთის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრაზე არდასწრებას “დემარში” უწოდა. ბელარუსის ლიდერის განცხადებას ბელარუსული სახელმწიფო გამოცემა “ბელტა” ავრცელებს.
“ერთიან დასკვნამდე მივედით, რომ პრობლემური საკითხები ყოველთვის იყო და იქნება. თუ ვაპირებთ მათ მოგვარებას, მაშინ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მოვაგვაროთ, მიზეზების გარეშე, გარკვეული მიზეზების გარეშე დემარშები არ მოვაწყოთ”, - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, შეხვედრაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები განიხილავდნენ კავკასიაში ვითარებას და “კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთი წევრის გარკვეულ უკმაყოფილებას”.
როგორც მედია აღნიშნავს, ბელარუსის ლიდერი განცხადებაში სომხეთს გულისხმობდა, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო ორგანიზაციის მინსკში გამართულ სამიტს არ დასწრებოდა.
interpressnews.ge