პუბლიკაციები
აშშ-ის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა პალესტინურ-ისრაელის კონფლიქტში

 ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი მრავალი დღეა გრძელდება და შეერთებული შტატების ჰეგემონიური მიდგომა მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას არა მხოლოდ ხელს არ უწყობს, არამედ პალესტინაში არეულობას და დაძაბულობას ზრდის.

გარდა ამისა, შეერთებული შტატებისა და ევროპის ორმაგმა სტანდარტებმა კიდევ ერთხელ მათი საერთაშორისო პოზიციები, ნდობა და გავლენა მნიშვნელოვნად შეარყია.

აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან ისრაელის უპირობო მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მიმდინარე ესკალაციას ხელს უწყობს. შეერთებული შტატები ისრაელს არა მხოლოდ პოლიტიკურ უპირატესობას ანიჭებენ, არამედ საინფორმაციო სფეროთიც მანიპულირებენ, შერჩევით ბლოკავენ ინფორმაციას და ყურადღებას ჰამასის თავდასხმებზე ამახვილებენ. ამავე დროს, ისრაელის დანაშაულების გაშუქება არ ხდება.

ამერიკელები, რომლებიც რაკეტებსა და ჭურვებს ისრაელში აგზავნიან, ათასობით უდანაშაულო პალესტინელის სიკვდილზე არ ფიქრობენ.

გარდა ამისა, სწორედ შეერთებული შტატების მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ ისრაელი გაეროს წესდებას არა მხოლოდ თავხედურად უგულებელყოფს, არამედ ამ ორგანიზაციაზე მორალური ზეწოლის მოხდენასაც კი ცდილობს.

შეერთებული შტატები, უშიშროების საბჭოს დონეზე, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოსაგვარებლად საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის ხელის შეშლისთვის ყველაფერს აკეთებენ. მათ არ აინტერესებთ არაბებს რა სურთ ან რას ფიქრობენ. მათი ყველა ქმედება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარეობს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ისრაელის მხარდაჭერამ როგორც პალესტინასა და ისრაელს შორის სიტუაციის დისბალანსის ზრდა, ასევე ღაზაში საშინელი ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავება გამოიწვია. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება პალესტინისა და პალესტინელების მიმართ ყოველთვის ცრურწმენებითა და უსამართლობით იყო სავსე.

მათი არცერთი დაპირება არ შესრულებულა. რა თქმა უნდა, ამერიკული ხელმძღვანელობისგან პატიოსნების ლოდინი გულუბრყვილოა, მითუმეტეს, რომ ნებისმიერი ამერიკელი პოლიტიკოსის კარიერა ტყუილისა და ორმაგი მორალისგან არის შედგენილი.

თუ შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ამ გზით სიარულს გააგრძელებენ, პალესტინელი ხალხის ტანჯვასთან ერთად, ეს ქმედებები ამერიკის საერთაშორისო სანდოობას და გავლენას სერიოზულად დააზიანებენ.