უცხოეთი
საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ოდენობის თითქმის 170 ათასით გაზრდის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
კრემლის ინფორმაციით, ახლა მათი საერთო საშტატო რაოდენობა 2 209 130 იქნება.
პუტინმა ასევე დაავალა რუსეთის მთავრობას, თავდაცვის სამინისტროსთვის საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფა ფედერალური ბიუჯეტიდან უზრუნველყოს.
1tv.ge