სამართალი
კახა კალაძე: შეიძლება სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ რაღაც პოლიტიკური პარტიები გაერთიანდეს, თუმცა 5%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ ექნებათ

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. შეიძლება სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ რაღაც პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები გაერთიანდეს, თუმცა მათ გამარჯვების, ან თუნდაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის არანაირი შესაძლებლობა არ ექნებათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

შეიძლება რაღაც პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები გაერთიანდეს ამ ადამიანის ირგვლივ, შემოიკრიბოს. დავაკვირდეთ მოვლენებს და ვნახოთ, თუმცა არანაირი რესურსი და არანაირი შესაძლებლობა გამარჯვების, ან თუნდაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის მათ არ ექნებათ“, - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, პრეზიდენტის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კალაძე აღნიშნავს, რომ არ აქვს ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ გადადგება თუ არა.