რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და USAID-ის მავნებლური საქმიანობა აფხაზეთში

   ნაძლევს დავდებ, რომ უმეტესობა თქვენგანი სწორად ვერ განმარტავს - რა არის შპს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას თავის ანტისამოქალაქო, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე. საქართველოში ესაა შეზღუდული პასუხისმგებლობის პრეზიდენტია (და შეზღუდული კოგნიტიური შესაძლებლობების მქონე, რამაც მას საშუალება არ მისცა ესწავლა სახელმწიფო - ქართული ენა საქართველოში ყოფნის 20 წლის განმავლობაში, აქედან 1 წელი საგარეო საქმეთა მინისტრად და 6 წელი - პრეზიდენტად); ესაა რადიკალური ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასობრივი ინფორმაციის საშუალებები - უცხოელი აგენტები, რომლებიც დოლარებისა და ევროს სანაცვლოდ ეწევიან პროპაგანდას, შპიონაჟს და სხვა ძირგამომთხრელ საქმიანობას. ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასიური ნაწილი - ესაა უპრინციპო ობივატელები, მეშჩანები, რომლებიც პირველი - აგრესიული კატეგორიისთვის ფონს ქმნიან - დადიან დაკვეთილ აქციებზე და ყიდიან თავიანთ ხმებს არჩევნებზე მცირე ქრთამის სანაცვლოდ.

   რა არის солома“? - ჰკითხეს ერთხელ სომხურ რადიოს. „соломаკი არა, სალომე, რომელსაც соломаთავში აქვს! - იყო პასუხი. დღეს, როდესაც მთელი რიგი ხელსაყრელი გარემოებების გამო, საქართველოსთვის მიმზიდველი პერსპექტივები ისახება 1 - რუსეთთან, რომლის ხელმძღვანელობა დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის პრაგმატიზმს, რაც საფუძველს იძლევა პოლიტიკური დარეგულირების იმედს, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარებასთან ერთად; 2 - ჩინეთსა და აზერბაიჯანთან, რომლებთან ერთადაც საქართველო ახორციელებს ტრანსნაციონალურ სტრატეგიულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გარს შემოიკრიბა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მავნებლობისა და პოლიტიკური საბოტაჟის მიზნით, რომელიც მიმართულია საქართველოს მთავრობის, პარლამენტისდა ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

   შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ კოლექტიურ დასავლეთთან ტანდემში ვერ აიძულა ხელისუფლება, გაეხსნა მეორე უკრაინული ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ამიტომ ლანძღავს საქართველოს მთავრობას მთელი მსოფლიოს წინაშე, უწოდებს მას კრემლისტურს და აიძულა საქართველოს პარლამენტს გაეწვია პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონი უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ, რომელიც მათი მხილების სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა. და მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში რუსოფობიის სუფევის ფორმალური მიზეზი რუსული ოკუპაციაა, მათ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად თითი თითზე არ დაუკარებიათ, ხოლო ბოშური ფესვების მქონე ზურაბიშვილს არასოდეს უხსენებია აფხაზები და ოსები - მას ქართული მიწა და ქართველი ლტოლვილები ფეხებზე ჰკიდია, დღეს აქ არის, ხვალ - საფრანგეთში, მაწანწალას ხომ სამშობლო არა აქვს!

   ღმერთმა რუსეთს პატრიოტი პრეზიდენტი პუტინი აჩუქა, ალაჰმა აზერბაიჯანს - პატრიოტი პრეზიდენტი ალიევი, ტარტაროზმა საქართველოს რეზიდენტი პრეზიდენტი მისცა: რატომ ერთხელაც არ უცდია ზურაბიშვილს, ევროპაში ანტიკონსტიტუციური პროვოკაციული „პაეზდკების“ ნაცვლად, არუაა“-სა და აფხაზეთის სახალხო მოძრაობის ლიდერებთან შეხვედრა - ორგანიზაციებისა, რომლებიც დღეს აფხაზეთში ამინდს ქმნიან? ან ბჟანიასთან, თუმცა ის არაპოპულარული, სხვებზე დამოკიდებული სუსტი ხელმძღვენელი აღმოჩნდა, რომლის მოშორებაც აფხაზებს რაც შეიძლება მალე სურთ? რა თქმა უნდა, ბაღაფშის დაკარგვა აფხაზეთისთვის აუნაზღაურებელია, მაგრამ არის კი ქართველ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ვინმე, ვინც შეძლებს დიალოგის დაწყებას ავტორიტეტულ აფხაზ პოლიტიკოსებთან – ანქვაბსა ან შამბასთან? ერთ ხელის თითები ბევრია იმ ქართველების დასთვლელად, რომლებსაც ასეთი პოტენციალი გააჩნიათ, მაგრამ აშშ-ს მათსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ყრუ კედელი აუშენებია...

   უკაცრავად, და რა კონტაქტების დამყარებაზეა საუბარი სოხუმთან, თუ ვერ დავინახეთ თბილისის ადეკვატური რეაქცია ინალ არძინბას მორიგ ბრუტალურ განცხადებაზე, რომელსაც აფხაზეთში თავისიანად მაინც და მაინც არ აღიქვამენ?! რამდენიმე ციტატა ამ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებიდან, რომელიც ჩვენი მხრიდან დაუმსახურებლად იქნა იგნორირებული: აშშ-ის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო USAID იყენებს UNDP- აფხაზეთში თავისი ქმედებების ლეგალიზაციისა და შენიღბვის ინსტრუმენტად. პროექტების კურატორები დეზინფორმაციას აწვდიან აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი მიზნის მისაღწევად - შექმნან საზოგადოებრივი პირობები აფხაზეთში ქართული პოლიტიკის პოპულარიზაციისთვის. ამას ადასტურებს USAID-ის ოფიციალური სტრატეგია, რომელიც იმავე სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. აფხაზეთის რესპუბლიკა ამ დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორცსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორია, ხოლო ყველა ქმედება მიმართულიატერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ“, კრემლის დამღუპველი გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად““, - განაცხადა აფხაზეთისე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა. „USAID-ის რეგიონული ხელმძღვანელი კავკასიაში ჯონ პენელი გამოცხადდა აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მოახდენს ახალი პროექტების სერტიფიციერებას, რომლებიც ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსებულია USAID-ის მიერ, აფხაზეთში აიკრძალა იმ პროექტების რეალიზაცია, რომლებიც მიმართულია საქართველოსა და აფხაზეთის მოქალაქეებს შორის კონტაქტების აღდგენისკენ, - აღნიშნა, კერძოდ, არძინბამ.

   რას მოწმობს ეს განცხადება? პირველ რიგში, იმას, რომ USAID-ის მილიონობით დოლარი აფხაზეთში ნაყოფიერ ნიადაგში მოხვდა, რაკიღა ასეთი აქტივობები განხორციელდა. აფხაზ ახალგაზრდობას სურს აქ და ახლა ცხოვრება, მაგრამ სურს მოგზაურობა მთელ მსოფლიოსა და რუსეთში, სურს მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში, უქმეებზე სანტორინიში, ათენში, ლონდონში გაფრენა, ჰარვარდში, ოქსფორდსა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც სწავლა! ჩვენც ხალხი ვართ, ბატონო არნო, და ყველაფერი ადამიანური არ არის ჩვენთვის უცხო. დიახ, აფხაზ ახალგაზრდებს უნდათ ქართველ ახალგაზრდებთან ურთიერთობა, მაგრამ ეშინიათ, რომ დადაღავენ, იტყვიან - აი, მე-5 კოლონაა! ახალგაზრდებს ეშინიათ ბულინგის ნაციონალისტებისგან, ადამიანებისგან, ვინც სისხლი დაღვარა, ვისაც ძალაუფლება აქვს, მაგრამ ასე სამუდამოდ ვერ გაგრძელდება..., - მითხრეს აფხაზი ახალგაზრდობის წარმომადგენლებმა.

   „აბა, რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო?“ – იტყოდა ამ შემთხვევაში ილია, მე კი პაულო კოელიოს სიტყვები გამახსენდა: გაფუჭებული საათიც კი დღე-ღამეში ორჯერ სწორ დროს გვიჩვენებს. ნუთუ ზოგჯერ USAID-ის საქმიანობაც კი სასარგებლოა?! რატომ ავკრძალოთ ქართველებსა და აფხაზებს შორის კონტაქტები - ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ხელს უწყობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო?! მაგრამ რა ვიღონოთ, თუ სოხუმში არ სურთ და თბილისში არ შეუძლიათ ქართველებსა და აფხაზების შერიგება?

USAID-ის ვერაგობა და მავნე საქმიანობა ის არის, რომ ერთი მხრივ ამერიკული სააგენტო მოუწოდებს აფხაზებს ქართველებთან დიალოგისკენ, პარალელურად კი ნერგავს ლგბტ-ღირებულებებს და ერთსქესიანთა ქორწინებას აფხაზ ახალგაზრდობაში. შედეგად, ეს დასავლური ღირებულებები აფხაზ საზოგადოებაში პროდასავლურ საქართველოსთან დაახლოებასთან ასოცირდება, რაც საბოლოოდ ახდენს განადგურებული ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის იდეის დისკრედიტაციას და საფუძველს აძლევს ყველა ჯურის ქართველოფობებს, მოუწოდონ საქართველოსთან კონტაქტების შეწყვეტისკენ უბრალო მოქალაქის დონეზეც კი!

რაც შეეხება საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მათთვის ჟენევისა და პრაღის ფორმალურ ფორმატებზე გაცილებით მნიშვნელოვანია იცოდნენ ქვემოდ ჩამოთვლილი გაუგებრობების შესახებ:

- რომ ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთში გაცემულ არცერთ დიპლომს, ასევე სამეცნიერო ხარისხსა და წოდებას, მეცნიერებათა დოქტორისა თუ პროფესორის. მხოლოდ სკოლის ატესტატის გაგზავნა შეიძლება დევნილობაში მყოფ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, სადაც კომისია, დიდი გაჭიანურებით აღიარებს საშუალო განათლების დამადასტურებელ დიპლომს. უმაღლესი განათლების დიპლომები კი იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის ცენტრში, საიდანაც რამდენიმე თვის შემდეგ ჩვეულებრივ მოდის სტანდარტული პასუხი - პროგრამების შეუსაბამობის გამო აფხაზეთის უნივერსიტეტის დიპლომი არ არის აღიარებული;

   - რომ ყველა ჩვენი განცხადება - „აფხაზური საბუთების მქონე აფხაზეთის მცხოვრებლები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი“ (ეს ნიშნავს, რომ აფხაზური დოკუმენტების საფუძველზე შეუფერხებლად უნდა გაიცეს ქართული, ხომ ასეა?) - არ შეესაბამება რეალობას. სინამდვილეში, 1 – მოითხოვენ საბუთების უზარმაზარი ჩამონათვალის შეგროვებასა და საქართველოდან მოწმეების წარდგენას; 2 - ატარებენ კომისიას, სადაც განგებ სვამენ რთულ და არაკორექტულ კითხვებს, რათა უარი სტკიცონ საქართველოს პასპორტის გაცემაზე, ხოლო ბევრს დამამცირებლად უარს უცხადებენ საქართველოს მოქალაქეობაზე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე;

- რომ ჩვენთან განგებ აყენებენ პირობას - „საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველ აფხაზეთის მკვიდრს არ უნდა ჰქონდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა“, ეს კი მოცემულ ვითარებაში არარეალურია, რადგან აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეს, მინიმუმ, უნდა ჰქონდეს რუსული პასპორტი, თორემ ვერ ისწავლის, ვერ მიიღებს სუბსიდიებს, დოტაციებს, კომპენსაციებს, გარდა ამისა, რუსული პასპორტი სამგზავრო დოკუმენტია, მის გარეშე აფხაზეთიდან ვერსად გაემგზავრები! აფხაზი ახალგაზრდები რუსეთში სწავლობენ, შვილებს რუსეთში აჩენენ, რუსეთში მუშაობენ, რუსეთში ისვენებენ, რუსეთში აფუძნებენ ბიზნესს, გაცვლით პროგრამებს, სტაჟირებას, ტურისტულ პროგრამებს - ყველაფერი რუსულია, მაშ რუსეთის მოქალაქეობის გარეშე რა უნდა იღონონ?! მაშასადამე, აფხაზეთის მოქალაქეებმა უნდა უარი თქვან რუსეთის მოქალაქეობაზე, რათა მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, რაზეც შეიძლება უარი უთხრან და დაკარგონ ერთადერთი ლეგიტიმაცია?! ორმაგი სტანდარტი - რუსეთში მცხოვრებ და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველებს არ სჭირდებათ რუსეთის მოქალაქეობის დათმობა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად/აღსადგენად, მაგრამ ეს არ ეხება აფხაზეთის მცხოვრებლებს, რომლებზეც დე ფაქტო ორმაგი მოქალაქეობა არ ვრცელდება - ან რუსეთის, ან საქართველოსი, წერტილი!

ზემოჩამოთვლილი ყველაზე დიდი უსამართლობა როდია, რაც საქართველოში მოქმედებს აფხაზეთის მკვიდრთა მიმართ, მაგალითად, თუ სოხუმელი, რომლის წინაპრებიც დაიბადნენ, ცხოვრობდნენ და დაკრძალული არიან აფხაზეთში, მაგრამ თავად სოჭში დაიბადა, რადგან მისმა მშობლებმა სოჭის სამშობიარო არჩიეს, თბილისის კომისია უარს იტყვის მოქალაქეობაზე ასეთ აფხაზს, რადგან ის ფაქტობრივად აფხაზეთის ტერიტორიაზე არ დაბადებულა და, შესაბამისად, „არანაირად არ არის დაკავშირებული საქართველოსთან“!

ხოლო თუ ადამიანს აქვს როგორც რუსული, ასევე აფხაზური პასპორტი, მაგრამ წარმოშობით აფხაზეთიდანაა, მას გამოცდებს აბარებინებენ - ქართულ ენაზე გასაუბრება, საქართველოს ისტორია და ქართული სამართალმცოდნეობა, რომლებშიც, როგორც წესი, „ჩაჭრიან“, შესაბამისად, უარს ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეობაზე. ყველაზე ოპტიმისტური სტატისტიკის მიხედვითაც კი, ათი განაცხადიდან აფხაზეთის შვიდ მცხოვრებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარს უცხადებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების ყველა ეტაპი ფასიანია, თითოეულ ინსტანციაში 30-დან 500 ლარამდეა გადასახადი.

და მაშინაც კი, როცა სასწაული ხდება და აფხაზური პასპორტის საფუძველზე ქართულს გასცემენ, ქართული მართვის მოწმობა ე.წ. „პრავა“ - აფხაზური მართვის მოწმობის საფუძველზე არ გაიცემა. ანუ აფხაზური მართვის მოწმობით საქართველოში მგზავრობა არ შეიძლება, ქართული მოწმობა კი არ გაიცემა!

   ყველა პრობლემის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს: არ არსებობს ადაპტირებული პროგრამები აფხაზეთიდან ჩამოსულთათვის სასწავლებლად, სამუშაოდ, სტაჟირებისთვის ან კონფერენციაზე დასასწრებად. აფხაზეთიდან ჩამოსულებმა არ იციან ქართული ენა (უკრაინიდან ჩამოსულებისგან განსხვავებით, ვისთვისაც საბავშვო ბაღები, სასკოლო კლასები და საუნივერსიტეტო ჯგუფები უკრაინულ ენაზე დაუყოვნებლივ გაიხსნა!), მათ აფხაზურ დიპლომებს არ ცნობენ, არ იღებენ სამსახურში, მოქალაქეობას არ ანიჭებენ, ხოლო საქართველოში ცხოვრება შემოსავლის წყაროს გარეშე შეუძლებელია, საცხოვრებელი, კვების პროდუქტები - ყველაფერი ძალიან ძვირია, ხოლო აფხაზეთიდან ჩამოსულებისთვის არანაირი შეღავათები, სტიპენდიები და დოტაციები არ არის გათვალისწინებული. აფხაზეთის მკვიდრთათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადაპტაციის საშუალება არ არსებობს, ამიტომ ისინი უკან, აფხაზეთში ბრუნდებიან, თანაც, ძალიან ნანობენ თავის საქციელს. საქმე ისაა, რომ სოხუმის ხელისუფლებამ კატეგორიულად აუკრძალა აფხაზეთის მოქალაქეებს საქართველოში სწავლა, მუშაობა და მკურნალობა (გარდა გალის მცხოვრებლებისა, რომლებიც აფხაზეთის მოქალაქეები არ არიან, უბრალოდ ბინადრობის ნებართვა აქვთ). მართალია, ნაცნობობითა და დიდი გაჭირვებით შეიძლება სპეციალური ნებართვის მიღება, თუმცა ამ შემთხვევაში მაშინვე აფხაზური სპეცსამსახურების სამიზნე ხდები.

   აი, რაზე უნდა იფიქროს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რადგან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება მისი დისკრეციაა (სალომეს საყვარელი სიტყვა, რომელიც დირექციაში ერევა, როგორც ეთნიკური უმცირესობები - სექსუალურში...).

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 10 დეკემბერი
საქართველო, თბილისი